არგენტინელი ბავშვები უცხოპლანეტელებმა გაასეირნეს

1992 წელს არგენტინელი მცირეწლოვანი ბავშვები უცხოპლანეტელებმა არა უბრალოდ გაიტაცეს, არამედ სამი დღე მფრინავი თეფშით ასეირნებდნენ და სხვადასხვა კოსმოსური საოცრებებიც აჩვენეს, შემდეგ კი ყველა სახლში დააბრუნეს.

 „დიდები ცრუობენ. მოზარდები ცრუობენ. ბავშვებს კი ეს არშეუძლიათ“. როგორც ჩანს, მათ კოსმოსური ხომალდის ბორტზე მართლაც რამდენიმე დღე გაატარეს… კოსმოსის ღირსშენანიშნეობები ისე დაათვალიერეს, როგორც ნამდვილმა ტურისტებმა“ – ამბობს როდრიგო ორტისი, განსაკუთრებულად გამორჩეული საქმეების გამომძიებელი.

 ბავშვებს შორის ყველაზე უფროსმა, 8 წლის მარიამ, თავის ძმებსა და დას, როგოც ჩანს, უთხრა, რომ ისინი ღმერთს მიჰყავს ცაში. „ის“, ვინც არ უდნა იყოს ნაგულისმევი სიტყვაში „ის“, ხომალდის მართვის პულტთან იდგა.

 როგორც თვითმხილველები ყვებიან, 1992 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 23 მეტრის „თეფში“, დედამიწის ზედაპირზე დაეშვა და ბავშვების მიმართულებით მოცისფრო სინათლის სხივი გაუშვა, რომელმაც ბავშვები თითქოს ხომალდში შეიწოვა.

 „ოქროსფერმა ხომალდმა ჩვენ ცაში აგვიყვანა, მას თვითონ ღმერთი მართავდა – ამბობს მარია მოლერო“. “ეს ძალიან კარგი ღმერთი იყო, ასე გვითხრა, რომ მას ლაიარი ერქვა. გვაჩვენა მთვარე და ვარსკვლავები“.

 ეს ამბავი დანარჩენმა ბავშვებმაც დაადასტურეს – „შეგვეშინდა, ოღონდ ცოტათი. უცნობი უცნაურად გვექცეოდა. სახეზე ყველას ნემსი გაგვიკეთა, ჩხვლეტა საერთოდ არ გვტკენია“ – ამბობს ხორხე მოლერო.

 ემა მოლერო – „ ყველაზე ძალიან საძინებელი ოთახი მომეწონა, მასში რბილი ლოგინები იყო“. პატარა კარლოსი კი იქ არსებული უამრავი ღილაკებითა და ნათურებით იყო აღფრთოვანებული. „იმ ადამიანს დიდი თავი და ორი დიდი ყვითელი თვალი ჰქონდა, თუმცა სასაცილუ უფრო იყო, ვიდრე საშიში“.

 მცირეწლოვანი ბავშვების დაკითხვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უფროსებმა აღარ იცოდნენ რა ეფიქრათ, ან რა გაეკეთებინათ. გატაცებისა და უკან დაბრუნების დღეს ამო რადარებმაც დააფიქსირეს, თუმცა სამხედროებმა ეს ფაქტი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. არგენტინელ უფოლოგს არმანდო ასპარენსას ბავშვების დაკითხვა აუკრძალეს, ხოლო მომხდარი ფაქტი კი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ისღა დაგვრჩნია ვიმარჩიელოთ, რამდენად მართალია ეს ამბავი. არგენტინელთათვის გასაკვირი არაფერია, რადგან უცნაური მოვლენები იქ ძალიან ხშირად ხდება(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.