ამო(UFO) პორთსმუთის თავზე

 ქალაქ პორთსმუთის(ინგლისი) თავზე დიდი ზომის დისკოსებრმა ობიქეტამა გადაიფირნა, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც დაინახეს, ხოლო ერთ-ერთმა მათგანამა ფოტოს გადაღებაც კი მოასწრო, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი ძლაინ სწრაფად მოძრაობდა(dailymail).

 ბუნებრივია, სკეპტიკოსები შეხმატკბილებულად აცხადებენ, რომ ეს ღრუბელია, თუმცა, ამინდის ექსპერტებმა, ფოტოს შესწავლის მერე, ეს ვერსია გამორიცხეს.

 ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით: ”მე ამო-ს არსებობის არ მჯერა. ნანახმა ძალაიან გამაოცა, ვერ მივხვდი რა იყო ეს. მეც, ამო-ს სტერეოტიპული აღწერილობით შემოვიფარგლები – რუხი ფერის დისკოსებრი ობიექტი, რადგან ის სწორედ ასე გამოიყურებოდა”.

 სხვა თვითმხილველი: ”ეს ობიექტი თვითმფრინავი ნამდვილად არ იყო, რადგან ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ფოტოს გადაღებაც კი ვერ მოვასწარი”.

 კიდევ ერთმა თვითმხილველმა ტვიტერზე დაწერა:” ცაში ავიხედე და ამო-ს მსგავსი ობიექტი დავინახე! უკვე სხვა მსგავსი ისტორიების დაჯერებას ვიწყებ”.

 ლაურა იანგი მეტეობიუროდან ამბობს:”შევისწავლე რა გამოსახულება, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ღრუბელთან ამ ობიეტქს საერთო არაფერი აქვს”.

 სურათი ქარენ მასტერსმაც შეისწავლა, კოსმოლოგიისა და გრავიტაციის ინსტიტუტიდან. მისი აზრით, ეს ასტრონომიული ობიექტი არ რის(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.