ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ბნელი მხარე

 კოსმოსურმა აპარატმა – ”როზეტა”, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს სამხრეთი მხარის დამაკმაყოფილებელი გამოსახულება მიიღო(NASA).

 კომეტის ბირთვის ბრუნვის ღერძი მისი ორბიტის სიბრტყის პერპენდიკულარულია, რის გამოც მისი ერთი მხარე მზის სხივებისთვის მიუწვდომელი რჩება.

 ეს პოლარული ღამე 2015 წლის მაისამდე გაგრძელდება, თუმცა, მეცნიერები ამ თარიღის დადგომას არ ელოდებიან და ”როზეტაზე” არსებული ვიზუალიზაციის სპეციალური სისტემის – OSIRIS, გამოყენებით, 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს სამხრეთ ნაწილის გამოსახულება უკვე მიიღეს. მატრიის ამონაფრქვევის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ნაწილიდან ამოდის.

 OSIRIS-ი არა რვა ბიტიან მატრიცას იყენებს, რომელშიც ერთი პიქსელი რვა ბიტში არის კოდირებული, არამედ თექსვმეტიანს. ამით რუხი ფერის გრადაციათა გაზრდა 256-დან 65 000-მდე არის შესაძლებელი და შესაბამისად, კომეტის ბირთვის ზედაპირული სტრუქტურის გარჩევაც.

algikia
”ფილი”-ს დასაჯდომი ადგილი სახელად აგილკია(კუნძული ნილოსზე).

 მისია ”როზეტა”-ს ძირითადი მიზანია კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კვლევა, რომელიც მეცნიერებს კომეტური ნივთიერებების ეცოლუციასა და კომეტების აგებულების შესწავლაში დაეხმარება. ამ მიზნით, თანამგზავრიდან კომეტაზე, დასაშვები მოდული ”ფილი” დაჯდება, რომლის დაჯდომის ადგილი უკვე შერჩეულია(”როზეტა” – 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.