კვაზარების ახალი ტიპი

 ყველა გალაქტიკის ცენტრში, მათ შორის ირმის ნახტომშიც(ინტერვიუ ზემასიური ხვრელის მეზობელთან), ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს.

ზოგიერთი ასეთი ხვრელი ზეელვარე დისკოთია გარსშემორტყმული, მას კვაზარს უწოდებენ. ახლახანს მეცნიერთა ჯგუფმა შორეულ გალაქტიკებში კვაზართა ახალი ტიპი აღმოაჩინეს – ვერცერთი არსებული თეორია მათ არსებობას ვერ ხსნის.

 „ასეთ კვაზარში გაზი ორი მიმართულებით მოძრაობს: ნაწილი დედამიწელი დამკვირვებლისკენ, ნაწილი კი საწინააღმდეგოდ, შესაძლებელია, ხვრელის მიმართულებით“ – ამბობს ნილ ბრანდტი, ასტროფიზიკის პროფესორი პენის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

 მკვლევართა ჯგუფმა პატრიკ ჰოლის ხელმძღვანელობით იორკის უნივერსიტეტიდან(ტორონტო, კანადა), ცის სლოანისეული ციფრული დამზერის(SDSS-III) მესამე ფაზაში უჩვეულო კვაზარები აღმოაჩინეს.

 „მატერიის ხვრელში ვარდნაში უჩვეულო არაფერია. თუმცა, ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ – გამოცანაა. ასეთნაირად მძრავი გაზი 10 000-დან 1 კვაზარში დაიმზირება, ამ მომენტისთვის 17 ასეთი შემთხვევაა ცნობილი“ – ამბობს ჰოლი.

 „გაზი ხვრელზე ეცემა, თუმცა სიცხისა და გამოსხივების ზემოქმედებით ის კვაზარიდან განიდევნება კიდეც, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოძრაობს, სინათლის სიჩქარის 20%-ით. გაუგებარია, რატომ დაიმზირება ასე იშვიათად გაზების ხვრელზე ვარდნა? გასაკვირი არაფერი იქნებოდა, სხვა კვაზარებშიც ასე რომ ხდებოდეს“ – დასძენს ჰოლი.

 შესაძლებელია, ჩვენგან საწინააღმდეგოდ მოძრავი გაზი ხვრელზე არ ეცემა, თუმცა მის გარშემო ბრუნავს, პირდაპირ გავარვარებული დისკოს თავზე და ნელ-ნელა ხვრელის საწინააღმდეგო მიმართულებით განიდევნება. წარმოქმნილი ქარი, რომელშიც გაზი დამკვირვებლის დასაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს: „წარმოიდგინეთ ჭიანჭველა, რომელიც მბრუნავ კარუსელზე იმყოფება და მისი კიდესკენ მიცოცავს. შევამჩნევთ, რომ კარუსელის ბრუნვის გამო ჭიანჭველა დროის ნახევარი ჩვენსკენ მოდის, დანარჩნი დრო კი საწინააღმდეგოდ. შესაძლებელია, გაზიც ასეთი პრონციპით მოძრაობს, თუმცა ეს, მაინც უჩვეულოა“.

 კვაზარებისა და მათი ქარების მოდელები უკვე ამ ობიექტების გათვალისწინებით იქნება გადახედილი. იმის გასარკვევად, ზუსტად რა არის გადასახედი, მეცნიერები ახალი ტიპის კვაზარებზე დაკვირვებას აგრძელებენ, ტელესკოპი Gemini-North-(„ჯემინი“)ის გამოყენებით(კიდევ კვაზარებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.