კიდევ ერთი ყავისფერი ჯუჯა მზესთან ახლოს

 …ისევ და ისევ ამერიკელი ასტრონომი ქევინ ლუმანი, რომელმაც მზიდან დაშორებით მესამე მეზობელი ვარსკვლავური სისტემა აღმოაჩინა. ახლად აღმოჩენილი (მეოთხე) ახლოს მდებარე სისტემა ყავისფრი ჯუჯას მიერ არის ფორმირებული, თან რეკორდული პარამეტრებით (jpl.nasa).

 ახალი ობიექტი დედამიწას 7,2 სინათლის წითაა დაშორებული, რაც დაშორების მიხედვით მეოთხე უახლოეს სისტემად აქცევს მას, მესამე 0,6 სინ.წ-ით ახლოსაა (ეგზოპლანეტა 6,6 სინ. წლის მანძილზე მზიდან; ერთბაშად ორი).

axalo varskvlacvebi

 ყავისფერი ჯუჯები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ახლადაღმოჩენილ სხეულესაც მიაკუთვნებენ, ძნელი აღმოსაჩენია: მცირე მასის გამო, მდგრად თერმობირთვულ რექაციებს (თერმობირთვული რეაქტორის კედლების უჩვეულო დაცვა)  წიაღში ვერ უზრუნველყოფენ, ამიტომ მათი გამოსხივება მით უფრო სუსტია, რაც უფრო მსუბუქია ჯუჯა. ამჯერად, აღმოჩენა ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე WISE-ს დახმარებით მოხერხდა, მის მიერ გადმოცემულ ფოტოებზე ობიექტი WISE J085510.83-071442.5 სწრაფად გადაადგილდებოდა, ანუ ახლოს არის დედამიწასთან.

 ყავისფერი ჯუჯობის ახალი კანდიდატი ისეთი მასიური არ არის, როგორებიც ლუმან 16 А და ლუმან 16 В. მისი ტემპერატურა, ინფრაწითელი სინათლიდან გამომდინარე, რეკორდულად დაბალია – 48-დან -13 °C-მდე (225-260 К). აქამდე აღმოჩენილი ყველაზე ცივი ყავისფერი ჯუჯა ოთახის ტემპერატურამდეა გამთბარი.

 ტემპერატურის გარდა, რაც ამ სხეულეს Y სპექტრულ კლასს მიაკუთვნებს, ძალიან ცოტაა ცნობილი, რადგან მისი მასის დადგენა ძალიან ძნელია. ეგზოპლანეტების შემთხვევაში ეს მონაცემი მისი და მშობელი ვარსკვლავის ურთიერთქმედებით დგინდება. ლუმანმა ობიექტის ”აწონვა” ირიბი მეთოდით მოახდინა: ივარაუდა რა, რომ მისი ასაკი 1-დან 10 მლრდ. წელი შეიძლება იყოს, რადგან მზესთან ახლოს მდებარე სხვა ვარსკვლავების ასაკი ასეთია, მასის განსაზღვრა ახლა დამზერად 225–360 К-მდე გაცივების მიხედვით მოახდინა. გამოვიდა, რომ WISE J085510.83-071442.5, სამი-ათამდე იუპიტრის მასისაა. მაშინ რა ვუყოთ იმას, რომ პლანეტა გიგანტების მასის ზედა ზღვარი 13 იუპიტერისას უტოლდება?

 შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ WISE J085510.83-071442.5 მცირე მასის გამო მოხეტიალე პლანეტებს (მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემასთან ახლოს) უნდა მივაკუთვნოთ. რატომ თვლის ლუმანი, რომ ობიექტი ყავისფერი ჯუჯაა? მეცნიერი და მისი კოლეგები თვლიან, რომ მსგავსი მარტოხელა ობიექტებისა და ”ნამდვილი” პლანეტების წარმოქნის პროცესი განსხვავებულია: ისინი პირველადი გაზ-მტვორვანი ღრუბლისგან ჩნდებიან (როგორც ვარსკვლავები), და არა პროტოპლანეტური დისკოს მეორადი შეკუმშვით (კოლაფსით; დაწვრილებით –ვარსკვლავი).

 WISE J085510.83-071442.5 ტელესკოპებმა ადრეც დაინახეს. თუმცა მისი წარმომავლობის დადგენა წლების განმავლობაში პერიოდულად გადაღებული ფოტოების შედარებით მოხდა.

 უტყუარი ტრიუმფის გარდა, აღმოჩენა იმაზეც მიუთითებს, რომ ჩვენს ასტრონომიულ ცოდნაში სუსტი ადგილებიც ბევრია: მზის ახლო კოსმოსი უკვე კარგად შესწავლილ სივრცედ ითვლებოდა, ის კი უცნობ სისტემებს მალავს, ჩვენი მნათობიდან რამდენიმე სინათლის წლის მანძილებზე. ამავე დროს, WISE-ს პლანეტური მასის რაიმე სწრაფად მოძრავი ობიექტი არ შეუმჩნევია, რაც ე.წ. პლანეტა Х-ის არსებობას გამორიცხავს, რომელიც პლუტონის ორბიტის იქეთ მდებარე, მზის სიტემის წევრი ობიექტი შეიძლება იყოს (სად დაიმალა პლანეტა X?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.