ბნელი მატერიის რაოდენობა ირმის ნახტომში

 ავსტრალიელმა ასტრონომებმა გამოიყენეს მეთოდი, რომელიც თითქმის 100 წლის წინათ იქნა შემუშავებული, რათა აღმოეჩინათ, რომ ბნელი მატერიის მასა ჩვენს გალაქტიკაში 800 000 000 000 მზისას უტოლდება.

 ასტროფიზიკოსი პრაიფალ კაფლე(დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი; რადიოასტრონომიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი) კიდევ ერთხელ აღნიშნავს – მეცნიერთათვის ცნობლია, რომ სამყაროს დიდი ნაწილია დაფარულია:

 ვარსკვლავები, მტვერი, ჩვენ, ყველაფერი რასაც ვხედავთ, სამყაროს მასის 4% შეადგენს. დახლოებით 25% ბნელ მატერიაზე მოდის, დანარჩენი კი ბნელ ენერგიაზე(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები).

 კაფლემ შეძლო დაედგინა, რა რაოდენობის ბნელი მატერიაა ირმის ნახტომში, რაც გალაქტიკის შიგნით, კიდეზე და მის იქეთ მდებარე ვარსკვლავების(ეს უკნასკნლნი დეტალურად არავის შეუსწავლია) გადადადგილების სიჩქარეების გაზომვით მოახერხა. მან დრო და ჟამის მიერ კარგად შემოწმებული ტექნიკა გამოიყენა, რომელიც 1915 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა ჯეიმს ჯინსმა შეიმუშავა – ათეული წლით ადრე, სანამ ბნელ მატერიაზე დაიწყებდნენ საუბარს(ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade)). კაფლეს მიერ ჩატარებულმა გაზომვებმა გადაჭრა პრობლემა, რომლის გადაჭრაზეც მეცნიერები 20 წელი მუშაობდნენ.

 ”გალაქტიკების ფორმრიებისა და ევოლუციის მიღებული იდეის მიხედვით, რომელიც ლამბდა- CDM(ცივი ბნელი მატერია)-ის სახელით არის ცნობილი, ირმის ნახტომის გარშემო გაცილებით მეტი გალაქტიკა-თანამგზავრი უნდ იყოს, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავდით, ვიდრე დაიმზირება. თუ ბნელი მატერიის მასის დასადგენად ჩატარებულ გამოთვლებს ავიღებთ, თეორია გვიჩვენებს, რომ მართლაც სამი გალაქტიკა-თანამგზავრი უნდა იყოს:მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები, ჯუჯა გალაქტიკა მშვილდოსანში” – ამბობს კაფლე.

 კვლევამ ირმის ნახტომის მთლიანობის მოდელიც წარმოგვიდგინა, რითაც მეცნიერებმა რადმენიმე საიტერესო გაზომვების ჩატარება შეძლეს, მაგალითად, სიჩქარე, რომელიც გალაქტიკის გრავიტაციისგან თავის დასაღწევად არის საჭირო – 550 კმ/წმ(გალაქტიკიდან გაქცევას ესენიც აპირებენ). იგივე მონაცემი დედამიწისთვის 11 კმ/წმ-ს უტოლდება(ჯუჯა გალაქტიკები სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში ვერ ეწერებიან; გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *