გალაქტიკიდან გაქცევას ესენიც აპირებენ

 ავსტრალიელმა და ამერიკელმა ასტრონომებმა ვარსკვლავთა ახალი კლასი აღმოაჩინეს, რომელთაც ირმის ნახტომის დატოვება შეუძლიათ. უკვე ცნობილი ჰიპერჩქარი მნათობებისაგან განსხვავებით, ისინი, გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის ზეგავლენით არ აჩქარებულან(The Astrophysical Journal).

 მზის მასის 20 ასეთი ლტოლვილი ვარსკვლავია აღმოჩენილი. ამის დადგენა კოორდინატებისა და შესაბამისი სიჩქარეების მრვალწლიანი გაზომვებით მოხერხდა. ავტორთა თქმით, შესაძლებელია იყოს ცთომილებებიც, ამ ოცეულში ზიგიერთი ვარსკვლავი შეცდომით არის შეყვანილი, თუმცა ასეთი კლასის ნამდვილად არსებობაში ეჭვი აღარავის ეპარება.

 ირმის ნახტომიდან გასასვლელად, ვარსკვლავმა ძალიან მაღალი სიჩქარე უნდა განავითაროს(დაახლოებით მილიონი კილომეტრი საათში გალაქტიკის მიმართ). თანამედროვე წარმოდგენებით, ასეთი აჩქარების მიღება მხოლოდ ზემასიურ შავ ხვრელთან ურთიერთქმედებით არის შესაძლებელი. ასეთი სცენარის მიხედვით, ორმაგი სისტემის ერთ-ერთ ვარსკვლავს ხვრელი იჭერს, ხოლო მეორე მაღალი სიჩქარით გაიტყორცნება(ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის).

 დღეისათვის მინიმუმ 18 ასეთი ზესწრაფი ცისფერი გიგანტია ცნობილი, რომელთა მოძრაობის მიმართულებები ამ მოდელს ეთანმხმება. ახალი კლასის 20 ვარსკვლავი, მათგან მოძრაობის მიმართულებითაც და მასებითაც განსხვავდებიან – ზომიერი მასები გააჩნიათ და მზისმაგვარი მნათობები არიან, ხოლო ასეთი მაღალი სიჩქარით გადაადგილების მიზეზი ასტრონომთათვის ჯერჯერობით უცნობია(გაქცეული ვარსკვლავები; ვარსკვლავი გალქტიკიდან რეკორდული სიჩქარით გარბის; გაქცეული ვარსკვლავებიკოსმოსური ლტოლვილები კვლებს ტოვებენ; თავიდანვე უპატრონო მოხეტიალე პლანეტებისამყაროს ექსტრემალები 2).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.