სამყაროს ექსტრემალები 2

 მაგალითად, მაგიდის განათება, რომელიც ფანჯარასთან ახლოს დგას 100 ლუქსს შეადგენს. კოსმოსური ობიექტებიდან გამოსხივებული სინათლის ლუქსებით გამოსახვა მოუხერხებელია – ასტრონომები ე.წ. ნათების ვარსკვლავურ ერთეულს იყენებენ.

 შეუიარაღებელი თვალით სხვა ვარსკვლავებთან ერთად ცისფერი ზეგიგანტის, ორიონის იფსილონის დანახვაც შეიძლება. ეს ვარსკვლავი დედამიწიდან 1,3 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული, ის მზეზე 400 ათასჯერ მძლავრია.

 ცვლადი ვარსკვლავი eta Carinae მზეზე 5 მილიონჯერ მეტად ელვარებს. ეტას მასა 100-150 მზის მასის ტოლფასია, დიდი ხნის განმავლობაში ის ყველაზე მძიმე ვარსკვლავად ითვლებოდა. თუმცა 2010 წელს ვარსკვლავურ გროვა RMC 136a-ში აღმოჩენილ იქნა კიდევ უფრო მასიური ვარსკვლავი. RMC 136a1 სასწორზე რომ დაგვედო, დაგვჭირდებოდა 250 მზე მის გასაწონასწორებლად. ეს სუპერგიგანტი 9 მილიონი მზის ელვარებით ანათებს.

eta Carinae მის მიერვე გამობერილ ორ გიგანტურ გაზის ბუშტებს შორის მდებარეობს.

ისე როგორც ტემპერატურულ რეკორდებში, ელვარებაშიც პირველ ადგილზე ზეახლები დგანან. მათ შორის ყველაზე კაშკაშა SN 2005-მა აფეთქების დროს ათი მილიონი მზის ელვარებით გაანათა.

ამ ნომინაციაში გამარჯვებულები რაღა თქმა უნდა გამა-ანთებები არიან. მცირე ხნიანი ერთი ასეთი ანთება უტოლდება მეთვრამეტე ხარისხში აყვანილ მზის ნათებას. თუ კაშკაშა გამოსხივების სტაბილურ წყაროებზე ვილაპარაკებთ, მაშინ პირველ ადგილზე აღმოჩნდებიან კვაზარები – ზოგიერთი გალაქტიკების აქტიური ბირთვები, რომლებშიც ზემასიურ შავ ხვრელებზე ვარდნილი მატერია ისეა გაცხელებული, რომ 30 ტრილიონი მზის ელვარებით ანათებს.

ყველაზე სწრაფები

სამყაროს გაფართოების გამო ყველა კოსმოსური ობიექტი ერთმანეთის მიმართ თავბრუს დამხვევი სიჩქარით მოძრაობს. დღეისათვის საყოველთაოდ მიღებული მონაცემის მიხედვით, ორი ნებისმიერი 100 მეგაპარსეკით  დაშორებული გალაქტიკა დეამიწას 7-8 ათასი კმ/წმ. სიჩქარით შორდება.

helios-2

საერთო გაფართოების გარეშეც ციური სხეულები ერთმანეთის მიმართ ძალიან სწრაფად მოძრაობენ. მაგალითად, დედამიწა მზის გარშმო 30 კმ/წმ. სიჩქარით ბრუნავს, მზის სისტემის ყველაზე სწრაფი პლანეტა მერკური კი 48 კმ/წმ.-ით.

1976 წელს ადამიანების მიერ შექმნილი აპარატი Helios-2 მერკურიზე სწრაფად, 70 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობდა(შედარებისთვის ”ვოიაჯერ-1”, რომელმაც ახლახანს მზის სისტემის კიდეს მიაღწია, 17 კმ/წმ. სიჩქარით გადაადგილდება). მზის სისტემის პლანეტებზე და ადამიანის მიერ შექმნილ აპარატებზწე სწრაფად კომეტები დაქრიან, 600 კმ/წმ. მზის მიმართ.

საშუალოდ ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის გარშემო 100 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობენ, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც თავიანთ კოსმოსურ ”სახლში” 10-ჯერ მეტი სიჩქარით გადადგილდებიან. ზესწრაფი მნათობები ზოგჯერ ისე აჩქარდებიან, რომ გალაქტიკის გრავიტაციას გარე კოსმოსში გაურბიან და ევოლუციას მარტოობაში აგრძელებენ. ასეთი უცნაური ვარსკვლავების პეროცენტული შემცველობა საკმაოდ დაბალია – მაგალითად, ჩვენს გალაქტიკაში ეს მაჩვენებელი 0,000001 არ აჭარბებს.

რეკორდსმენები არიან პულსარებიც – ღერძის გარშემო სწრაფად მოტრიალე ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც ჩვეულებრივი ვარსკვლავების კოლაფსით წარმოქმნილ(თუმცა მზეზე მძიმე) ნარჩენებს წარმოადგენენ. ამ ობიექტებს ძალუძთ წამში ღერძის გარშემო ათასობით ბრუნი გააკეთონ. მის ზედაპირზე მდგარი დამკვირვებელი იმოძრავებდა სიჩქარით, რომელიც სინათლის სიჩქარის 20 პროცენტს უტოლდება. შავი ხვრელების კოლოსალური გრავიტაციის მორევში ჩათრეული მატერია კი თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.