ყველაზე კაშკაშა და მძიმე ვარსკვლავი

 ეს ვარსკვლავი იმდენად კაშკაშაა, რომ გროვას შემადგენელი ათასობით ვარსკვლავის ფონზეც კი კარგად მოჩანს. ფენომენი მეცნიერებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ე.წ. ყველაზე დიდი ტელესკოპით(VLT, ჩილე) ვარსკვლავთგროვას RMC 136-ს აკვირდებოდნენ, ის ჩვენგან 165 000 სინათლის წლითაა დაშორებული და მეზობელ გალაქტიკაში(მაგელანის დიდი ნისლეული) მდებარეობს.
RMC 136a-ს არა მხოლოდ მასაა გასაკვირი, ასტრონომების შეფასებით მისი ნათობა 10 მილიონჯერ აღემატებმზისას!!! შედარებისათვის: ძველი რეკორდსმენი გედის OB2-12 მზეზე 6 მილიონჯერ მეტ სინათლეს ასხივებს. ახალი რეკორდსმენის ზედაპირზე ტემპერატურა 40 000 გრადუსზე მეტი იქნება, ანუ შვიდჯერ მეტი ვიდრე მზის ზედაპირზე.
  ვარსკვლავების ზომების შედარება მარცხნიდან ნმარჯვნივ: წითელი ჯუჯა 0,1 მზის მასის, ყვითელი ჯუჯა – მზე, ცისფერი ჯუჯა – რვა მზის მასა და RMC 136a1-მზეზე თითქმის 265-ჯერ მძიმე(აქამდე თეორეტიკოსები თვლიდნენ, რომ 150 მზის მასაზე მეტი მასის ვარსკვლავი არ შეიძლება არსებობდეს).
ნისლეულ ტარანტულის გადიდებული მონაკვეთი, რომელიც გვიჩვენებს თუ სად არის რეგიონი, რომელშიც ეს უცნაური ვარსკვლავი მდებარეობს.
აქამდე გაურკვეველი რჩება ასეთი ზემასიური ვარსკვლავების წარმოქმნის მექანიზმი: ისინი თავიდანვე ასეთი მასებით ყალიბდებიან თუ რამდენიმე მცირე ვარსკვლავის გაერთიანებით.
 მისი სიკაშკაშე 8,7 მილიონჯერ აღემატება მზისას. წარმოქმნის უძლიერეს მაგნიტურ ქარიშხალს ანუ ძალიან სწრაფად კარგავს მატერიას.
 8-დან 150 მზის მასის ვარსკვლავები ევოლუციის ბოლოს ზეახლებად ინთებიან, მათ ადგილზე ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი რჩება. 150-დან 300 მზის მასის ვარსკვლავების არსებობის დადასტურება, უკიდურესად ელვარე ზეახლების ანთების შესაძლებლობასაც უშვებს, რომლეთა ადგილზე აფეთქების მერე არაფერი რჩება, მხოლოდ სივრცეში გატყორცნილი ფენები და რკინა 10 მზის მასის რაოდენობით. ასეთ ზეახლებს ხშირად ჰიპერახლებსაც უწოდებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.