გრავიტაციული ლინზირება

თუ დამკვირვებელსა და ვარსკვლავს შორის ერთ ხაზზე შავი ხვრელი აღმოჩნდა, ვარსკვლავიდან გამოსხივებული სინათლე ხვრელის მახლობლად ფოკუსირდება ისე, როგორც ჩვეულებრივი გამადიდებელი ლინზას შემთხვევაში, ოღონდ ხვრელი სხივებს გრავიტაციით გადახრის და არ ახდენს მათ გარდატეხას, როგორც ამას აკეთებს ჩვეულებრივი ოპტიკური ლინზა.

 

სამყაროს 3D რუკა

  კოსმოსის ყველაზე კაშკაშა ობიექტების საშუალებით გაკეთდა აქამდე არსებულთა შორის ყველაზე ზუსტი, სამყაროს სამგანზომილებიანი რუქა.

სამყაროს დათბობის მეორე ეპოქა

11,7 დან 11,3 მდე მილიარდი წლის წინათ პირველადმა ჰელიუმმა განიცადა ძლიერი გაცხელება, რამაც მას ელექტრონები დააკარგვინა. რეზულტატად გაძნელდა გალაქტიკათშორისი გაზის კოლაფსი(შეკუმშვა, ერთ ადგილზე თავმოყრა) და მილიარდი წელი შეფერხდა მცირე გალაქტიკების ფორმირება.

 

კოსმოსური სიმების კვალი

  გალაქტიკაზე ათასჯერ უფრო გრძელი უცნაური სტრუქტურის კვალი აღმოაჩინეს რობერტ პოლტისმა და დეიან სტოიკოვიჩმა ბუფალოს უნივერსიტეტიდან(UB).

კვაზარი

 სამყაროს შუქურები

 კვაზარი – (ინგლ. quasar – quasi stellar radio source – კვაზი ვარსკვლავური რადიოწყარო) – არაგალაქტიკური(ირმის ნახტომს გარეთ) ობიექტების კლასი, გამორჩეული ძალიან მაღალი ნათობით და ისეთი მცირე კუთხური ზომებით, რომ წლების განმავლობაში ეს ობიექტები ვარსკვლავები ეგონათ.

მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე

 წითელი წანაცვლება არის მასხივებელი წყაროს სპექტრულ ხაზში შემავალი ტალღების სიგრძის ზრდა(ხაზების წანაცვლება სპექტრის წითელი ნაწილისკენ) ეტალონური გამოსხივების წყაროს სპექტრთან შედარებით. არსებობს ორი მექანიზმი, რომლებიც წითელ წანაცვლებას იწვევენ(ან ორივე ერთად).