2024 წლის 8 აპრილს, მსოფლიომ შეიტყო თეორიული ფიზიკოსის, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, პიტერ ჰიგსის გარდაცვალების შესახებ.
სეზონების ცვლილება
დედამიწის ღერძის დახრილობის გამო, წლის განმავლობაში ჰორიზონტის მიმართ მზის ასვლის სიმაღლე იცვლება(შესაბამისად დღის ხანგრძლივობაც). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში , როცა ღერძი მზისკენაა გადახრილი, დღე უფრო დიდ ხანს გრძელდება და მზეც დღის განმავლობაში ცაზე საკმაოდ მაღლა ასწრებს ასვლას. შედეგად ტემპერატურა იზრდება, ამ დროს ზაფხულია. როცა ჩრდილოეთ პოლუსი მზის საწინააღმდეგო მიმართულებითაა გადახრილი, ყველაფერი პირიქით ხდება და გარემოც უფრო ცივდება, ამ დროს ზამთარია.