ძალიან ახლოს შავ ხვრელთან

 ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელთან რეკორდულად ახლო მანძილზე მოძრაობს. ვარსკვლავი S0-102 ელვარებით არ გამოირჩევა და ხვრელის გარშემო 11,5 წლიანი პერიოდით ბრუნავს(Science).
ასტრონომები კეკის ტელესკოპებით მუშაობდნენ, რომელბიც ჰავაის კუნძულებზე მაუნა კეას მთაზეა განლაგებული. ობსერვატორიის წყვილი 10 მეტრიანი სარკეებით აღჭურვილი ტელესკოპები 36 ცალკეული ექვსკუთხა ფრაგმენტებისგანაა აწყობილი, რომელთა ცალცალკე მართვაა შესაძლებელი.
ხვრელთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე ვარსკვლავის დასანახავად, მეცნიერებს გამოსახულების მაკორექტირებელი სისტემის გამოყენება დასჭირდათ. საქმე იმაშია, რომ ატმოსფერული ჰაერის მოძრაობა ვარსკვლავებიდან მოსულ სინათლეს ამახინჯებს, რის გამოც ციმციმის ეფექტი წარმოიქმნება. ხარვეზების მოსაშორებლად ასტრონომებმა ვარსკვლავისკენ მიმართული ლაზერის სხივები გამოიყენეს(ჯემინი). ატმოსფეროში მათი დამახინჯების დონის გაანალიზებით, ასტრონომებს სარკეების გეომეტრიაში ცვლილებები შეაქვთ, რაც გამორიცხვითი კორექტირებისა და ატმოსფეროს ზეგავლენის კომპენსაციის საშუალებას იძლევა.
კორექტირების საშუალებით, ასტრონომებმა ზემოთ ხსენებული საკმაოდ მკრთალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს. წინა რეკორდსმენი ხვრელის გარშემო 16 წლიანი პერიოდით ბრუნავდა.
ხვრელებთან ახლოს მოძრავ ვარსკვლავებზე დაკვირვებას, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შემოწმების საქმეში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თეორიის მიხედვით, ზემასიური ობიექტები იმდენად უნდა ახდენდნენ სივრცის დეფორმაციას, რომ მათ გარშემო ვარსკვლავების ბრუნვა მნიშვნელოვნად გამრუდებულ ორბიტებზე უნდა ხდებოდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.