ყველაზე სწრაფი ტელესკოპი

  ავსტრალიაში ოფიციალურად გახსნეს ASKAP-ი, პირველი ფაზა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის SKA (Square Kilometre Array – ანტენების კვადრატულ კილომეტრიანი მასივი)-ს მშენებლობაში(წყარო).

სამყაროს წარსულის “ჰოთ-დოგები”

  მეცნიერებმა, რომლებიც კოსმოსური ტელესკოპის WISE-ს საშუალებით მიღებულ მონაცემებზე მუშაობენ, ათასობით „ჰოთ-დოგი“ – მტვრის ღრუბლებში ჩაფლული, თვალთახედვისთვის მიუწვდომელი ცხელი გალაქტიკები აღმოაჩინეს(WISE).

ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ზუსტი დრო

 ახალი დათარიღება ასტრონომებს გალაქტიკების ევოლუციის უკეთ გაგებაში დაეხმარებათ. ბალტიმორის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის(ა.შ.შ.) ასტრონომები ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ზუსტი დროის დადგენას ცდილობენ, ისეთ ფორმაში, როგორიც ის ახლა არის. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, ირმის ანხტომის ისტორიის შეწავლით მეზობელი გალაქტიკების ევოლუციური პროცესების გაგებაცაა შესაძლებელი.