სამყაროს წარსულის “ჰოთ-დოგები”

 იმის გამო, რომ WISE ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობდა, მან შეძლო ობიექტების დანახვა, რომლებიც ხილულ დიაპაზონში არ ჩანან. ხსენებული გალაქლტიკების გარემომცველ მტვროვან ღრუბლებს ვარსკვლავებისა და აქტიური ზემასიური შავი ხვრელის აკრეციული დოსკოდან წამოსული გამოსხივება აცხელებს. გაცხელებული მტვერი, თავის მხრივ, WISE-სთვის ხილულ ინფრაწითელ დიაპაზონში ანათებს.

 ეს ობიექტები დიდ იშვიათობას წარმოადგენენ – 100 ათს ხილულ გალაქტიკაზე ერთი. უმრავლესობა დედამიწას 10 მილიარდი სინათლის წლითაა დშორებული. მკვლევარებს ჯერჯერობით უჭირთ „ჰოთ-დოგების“ წარმომავლობაზე საუბარი: მათ მიერ გამოთქმული ჰიპოთეზის მიხედვით, ეს გალაქტიკების სპირალურიდან ელიფსურ(1) ფორმაში გადასვლის მომენტია.

 მკვლევართა თქმით, აღმოჩენილი გალატიკები უახლოეს მომავაში ასტრონომთა ინტერესის სფეროში შევლენ. მეტი ინფორმაცია „ჰოთ-დოგების“ შესახებ ახლად გაშვებული NuSTAR-იდან მოვა, რომელიც რენტგენის დიაპაზინში მუშაობს, რენტგენში კი გალაქტიკებს შიგნით მდებარე ზემასიური ხვრელების აკრეციული დისკოები უნდა გამოჩნდეს. გარდა ამისა, უყურადღებოდ ამ „ჰოთ-დოგებს“ არც მომავლის ტელესკოპი „ჯეიმს უებიდატოვებს.

 ტელესკოპი WISE 2009 წლის 14 დეკემბერს გაუშვეს. მისი ძირითადი მუშა ინსტრუმენტი 40 სანტიმეტრიანი სარკე იყო, რომელიც თხევადი წყალბადით ცივდებოდა. გამაცივებელი სითხე 2010 წელს გათავდა, რის გამოც ტელესკოპის ოთხი ინსტრუმენტიდან ორი აღარ მუშაობდა. ნასამ აპარატის მისია 2011 წლის თებერვლამდე გააგრძელა. 17 თებერვალს კი მისი გადამცემი გათიშულ იქნა. WISE-მ 563 მილიონზე მეტი ობიექტი აღმოაჩინა, რომლებიც მეცნიერებისთვის არის საინტერესო, გადაიღო ცის 1,8 მილიონზე მეტი ფოტო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.