“იუნონა“ გრავიტაციული მანევრისთვის ემზადება

 “იუნონა“(Juno) უკან დედამიწისკენ მიმავალ გზაზე ორიდან ერთ-ერთი მაკორექტირებელი მანევრი გააკეთა. აპარატი დედამიწისკენ გრავიტაციული მანევრის გასაკეთებლად ბრუნდება, რომლის მიზანი ზონდის იუპიტერისკენ გადასროლაა(1).

 აპარატის ძრავები 31 აგვისტოს ღამეს ჩაირთო და მთლიანობაში 29 წუთი და 39 წამი იმუშავა. ამ დროის განმავლობაში აპარატი 376 კილოგრამით შემსუბუქდა – სწორედ ამდენი საწვავი დასჭირდა მას მანევრის განსახორციელებლად. ტრაექტორიის მეორე კორექტირება 2013 წლის 9 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. დედამიწასტან მოახლოების დროს აპარატი 500 კილომეტრის სიმაღლეზე გადაიფრენს. მისიის შემქმნელთა თქმით, „წინ კიდევ მუშაობის ოთხი წელი და 2,2 მილიარდი კილომეტრია“.

 ზონდი “იუნონა“ 2011 წლის 4 აგვისტოს გაუშვეს. აპარატის მთავარი სამიზნე იუპიტერია, რომლის ორბიტას ის 2016 წელს მიაღწევს. მთლიანობაში ზონდი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის გარშემო 33 ბრუნს გააკეთებს. სხვა დანარჩენთან ერთად ის გიგანტის მაგნიტურ ველს, მის თანამგზავრებს, პლანეტის სტრუქტურას და ატმოსფეროს შეისწავლის. მონაცემები მეცნიერებს იუპიტერის(მიგრაცია) წარმომავლობის გარკვევაში დაეხმარებათ.

 ყველაფერთან ერთად იუპიტერის მაგნიტოსფერო რადიოგამოსხივების წყაროა, რომელიც ასტროფიზიკოსების დიდ ინტერესს იწვევს. მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა იუპიტერიდან მომავალი ძლიერი გამოსხივება დააფიქსირეს დეკამეტრულ(გრძელი ტალღები) დიაპაზონში. ეს წყარო, გაზური გიგანტის გარშემო, სადღაც ტოროიდალურ პლაზმურ სარტყელში მდებარეობს(ამ სარტყელის მატერიით მომმარაგებელი იოს ვულკანური აქტივობაა). სიგნალის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით გაურკვეველია(იუპიტერის მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.