იუპიტერის მიგრაცია

 ფრანგი და ამერიკელი მეცნიერების ერთობლივი კვლევით მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, უნდა მიახლოებოდა მზეს, სისტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე, სანამ დაბრუნდებოდა იქ, სადაც ახლა არის.

ახალი მოდელის მიხედვით, წარსულში, სატურნი იყო ორბიტაზე, რომელზეც ამჟამად მარსი მდებარეობს, ხოლო მოგვიანებით უფრო შორეულ პოზიციაზე გადაადგილდა.

 მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ ”მიგრანტი” თავის გზაზე ყველა დანარჩენი ობიექტების მოძრაობაზეც დიდ ზეგავლენას ახდენდა. მასთან ახლოს მოხვედრილი მატერია დაგროვდა და იუპიტერის რგოლებად იქცა, თუმცა უფრო ძნელად შესამჩნევად, ვიდრე სატურნის რგოლებია.

 სატურნმაც იუპიტერის ბედი გაიზიარა. ერთ დროს ისიც მიუახლოვდა მზეს, თავის ამჟამინდელ ორბიტაზე ”მიგრაციის” დროს კი შეცვალა იუპიტერის მოძრაობის მიმართულება და აიძულა იმ პოზიციაზე შეჩერება, რომელზეც დღეს არის. ”მზის სისტემის ჩამოყალიბების ახალი მოდელი აჩვენებს, რომ სისტემის გიგანტური პლანეტები შესამჩნევად გადაადგილდა” – ამბობს სინ რეიმონდი, კვლევის ერთ-ერთი თანამონაწილე ასტრონომი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.