ასტროდაიჯესტი

1. მეცნიერებმა “ირმის ნახტომის” შავი ხვრელის გარშემო მოძრავი ვარსკვლავების 16 წლიან კვლევებსა და შესწავლაში ESO-ს რამდენიმე ტელესკოპი გამოიყენეს, რათა მიეღოთ ჩვენი გალაქტიკის გულში დამალული მონსტრის – ზემასიური შავი ხვრელის ყველაზე დეტალური სურათი, რაც კი ოდესმე გადაუღიათ.

2. აჩქარებული სამყარო

 ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მკვლევართა ჯგუფის დაკვირვებები ზეახალ ვარსკვლავებზე  იყო  დაფუძნებული. ისინი ძირითადად ESO-ს ტელესკოპებით – ლა სილასა და პარანალის ობსერვატორიებიდან ახდენდნენ დაკვირვებებს. მათ თავიანთი კვლევებით აჩვენეს, რომ სამყაროს გაფართოება საგრძნობლად აჩქარებულია. ამ მტკიცებულებისთვის მკვლევრებს ნობელის პრემია გადაეცათ.

3. ეკზოპლანეტის პირველი სურათი

 VLT-მ (Very Large Telescope – ძალიან დიდი ტელესკოპი) პირველად მეცნიერების ისტორიაში მიიღო პლანეტის სურათი, რომელიც მზის სისტემის მიღმაა. ამ პლანეტის მასა იუპიტერის მასას 5-ჯერ აღემატება და იგი მკრთალი ვარსკვლავის – ყავისფერი ჯუჯას გარშემო ბრუნავს. პლანეტასა და დედავარსკვლავს შორის დაშორება 55-ჯერ მეტია, ვიდრე მზესა და დედამიწას შორის(1).

4. გამა-ანთებების კავშირი ზეახალთან და შერწყმის პირას მყოფ ნეიტრონულ ვარსკვლავებთან

 ESO-ს ტელესკოპებმა  საბოლოოდ დაადასტურეს. დამტკიცდა, რომ ხანგრძლივი გამა-ანთებები(მოკლე) მასიური ვარსკვლავების აფეთქებებთანაა დაკავშირებული. ამით გადაიჭრა დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემა.

5. ყველაზე ხნიერი ვარსკვლავი “ირმის ნახტომში”

ESO-ს VTL-ს გამოყენებით ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის  ყველაზე მოხუცი ვარსკვლავის ასაკი განსაზღვრეს. 13,2 მილიარდი წლის ვარსკვლავი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ყველაზე ადრეულ ხანაში დაიბადა. ამ ვარსკვლავში ასევე ელემენტი ურანი აღმოაჩინეს და მისი დახმარებით გალაქტიკის ასაკი შეაფასეს(2).

 6. ამოფრქვევები “ირმის ნახტომის” ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელიდან

VLT-სა და APEX-ის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა კოლოსალური ამოფრქვევები, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელიდან ამოედინება. მათ გამოააშკარავეს ინტენსიურ გრავიტაციულ ველში ცენტრალური შავი ხვრელისკენ მოძრავი მატერიის გაწელილი ნაკადები. გარდა ამისა, VLT-ს შესანიშნავმა დაკვირვებებმა დააფიქსირა შავი ხვრელიდან მომავალი მძლავრი ინფრაწითელი გამოსხივება, რომელიც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხვრელი ძალიან სწრაფად ბრუნავს.

7. ეკზოპლანეტისა და მისი ატმოსფეროს სპექტრის პირდაპირი გაზომვა

მეცნიერების ისტორიაში პირველად, VLT-ს გამოყენებით, “სუპერდედამიწის” ტიპის ეკზოპლანეტის ატმოსფეროს ანალიზი ჩატარდა. მეცნიერებმა პლანეტა GJ 1214b შეისწავლეს, როცა მან დედავარსკვლავის წინ გაიარა(ტრანზიტი) და ვარსკვლავის სხივებმა პლანეტის ატმოსფერო გააშუქეს. მისი ატმოსფერო ან ძალიანაა გაჯერებული წყლით, ან მასში სქელი ღრუბლები და ნისლი  დომინირებს.

8. უმდიდრესი პლანეტარული სისტემა

ასტრონომებმა ESO-ს HARPSის გამოყენებით აღმოაჩინეს პლანეტარული სისტემა, რომელიც სულ ცოტა 5 პლანეტას შეიცავს. ისინი მზის მსგავსი ვარსკვლავის – HD 10180-ის გარშემო ბრუნავენ. სავარაუდოდ ორი სხვა პლანეტა შესაძლოა კიდევ არსებობდეს ამ სისტემაში და ერთ-ერთს ყველაზე მცირე მასა ჰქონდეს, რაც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ მეცნიერებს. გარდა ამისა, მკვლევართა ჯგუფმა იპოვა მტკიცებულება, რომ პლანეტათა დაშორებები თავიანთი დედავარსკვლავიდან ისეთია, როგორიც ჩვენი მზის სისტემაში დაიმზირება.

9. “ირმის ნახტომის” ვარსკვლავების მოძრაობა

ლა სილას ობსერვატორიაში, დაახლოებით 15 წელი მოანდომეს მეცნიერებმა, რათა 14 000-ზე მეტი მზის მსგავსი ვარსკვლავის მოძრაობა განესაზღვრათ, რომლებიც მზის სამეზობლოში ბინადრობენ. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ჩვენმა მშობლიურმა გალაქტიკამ უფრო მეტი ტურბულენტური და ქაოტური ცხოვრება განვლო, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

ავტორი: ბექა მამუკაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.