ზეცაში დამალული 10 საიდუმლო

 მეცნიერება არსებობს, სანამ არსებობენ გამოცანები და კითხვები, რომელთაც ჩვენ ბუნება გვისვამს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე უკვე ვიცით და ახალი აღმოჩენების რიცხვიც იზრდება, მეცნიერთა წინაშე მაინც დგას რამდენიმე გადაუწყვეტელი პრობლემა.

პირველი ვარსკვლავები

  ჯერ კიდევ 20 წლის წინ 7 მილიარდ წელზე უფრო ხნიერი გალაქტიკების ძალიან მცირე რაოდენობა იყო ცნობილი(ეს ზღვარი შეესაბამება კოსმოლოგიურ წითელ წანაცვლებას, რომელიც აჭარბებს ერთს). ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობდა კიდეც, უფრო ძველი ვარსკვლავური გროვები(გალაქტიკები) გაცილებით მეტი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ კოსმოსში.

წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი სამყაროში

ასტრონომთა ორმა ჯგუფმა აღმოაჩინა წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი, აქამდე აღმოჩენილთა შორის სამყაროში. წყალი, ექვივალენტური 140 ტრილიონი დედამიწის წყლის საფარისა, გიგანტური შავი ხვრელის გარშემოა თავმოყრილი. ხვრელი დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარის ცენტრში მდებარეობს.

 

„ბრტყელი ვარსკვლავები“ და ზოგიერთი ასტროტერმინი

 ნებისმიერი ზომის ვარსკვლავებს – წითელი ჯუჯებიდან ცისფერ ზეგიგანტებამდე – აქვთ სფერული ფორმა. თუმცა კოსმოსში არის საკმაოდ ბევრი ისეთი ობიექტი, რომელთაც შეეფერებათ ასეთი ექსტრავაგანტური ტიტული(ბრტყელი), მათ მეცნიერები აკრეციულ დისკოებს უწოდებენ.