წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი სამყაროში

 ასტრონომთა ორმა ჯგუფმა წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი აღმოაჩინა, აქამდე აღმოჩენილთა შორის სამყაროში. წყალი, ექვივალენტური 140 ტრილიონი დედამიწის წყლის საფარისა, გიგანტური შავი ხვრელის გარშემოა თავმოყრილი. ხვრელი დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარის ცენტრში მდებარეობს.

წყალი კვაზარის გარშემო აირად მდგომარეობაში იმყოფება(ორთქლი). ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ წყალი სამყაროში საკმაოდ კარგადაა გავრცელებული, თუნდაც არა თხევად მდგომარეობაში.

კვაზარს ენერგიით ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი ამარაგებს, ის თავისსავე შემომფარგლავ გაზებსა და მტვერს შთანთქავს. ამ კვაზარის შავი ხვრელი მასით 20 მილიარდჯერ აღემატება ჩვენს მზეს. კვაზარის სახელია APM 08279+5255. მის მიერ გამოსხივებული ენერგია ტრილიონობით ჯერ მეტია მზის მიერ გამოსხივებულზე.

მეცნიერთა თქმით, წყლის ორთქლის რაოდენობა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის შემადგენლობაშია 4000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე კვაზარში APM 08279+5255, თუმცა ჩვენს გალაქტიკაში წყალი ყინულის სახითაა გავრცელებული და არა ოქრთქლის სახით. კვაზარის გარშემო კი წყალი აირად მდგომარეობაშია აკუმულირებული, რადგან ის თბილი და სქელი ატმოსფეროთია გარსშემორტყმული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.