“ჰაბლმა” უცნაური კვაზარები აღმოაჩინა

 ფოტოებზე, რომელთა ნახვა ტელესკოპის საიტზე შეიძლება, ჩანს, თუ როგორ ამრუდებენ დედამიწასთან შედარებით ახლოს მყოფი გალაქტიკები, კვაზარით ცენტრში, მათ უკან მყოფი შორეული გალაქტიკების გამოსახულებებს.

 აღმოჩენის ავტორებმა გამოიყენეს ცის სლოანისეული ციფრული დამზერის მონაცემები, რათა გამოევლინათ კვაზარები, მათ სპექტრში უცხო ობიექტების კვალის აღმოსაჩენად. ამის მერე ”ჰაბლმა” გალაქტიკა-კანდიდატების რამდენიმე ფოტო გადაიღო. მათ შორის სამზე დაფიქსირდა თაღები და სინათლის რგოლები, რომლებიც შორეული გალაქტიკების გამოსახულებების კვაზარის გრავიტაციული ველით გამრუდებით ჩნდება ხოლმე(გრავიტაციული ლინზა).

გალაქტიკა-კვზარის მასის ჩვეულებრივი მეთოდით, გალაქტიკის შემადგენელი ვარსკვლავთა საერთო ნათობის მიხედვით, ძალიან ძნელია. ეს კვაზარის ძლიერ ნათებასთნაა დაკავშირებული. ახლა, გამრუდებული შუქის პარამეტრებით, რაც კვაზარი ლინზას მასასთან პირდაპირაა დაკავშირებული, ასტრონომებს საკვლევი გალაქტიკების მასების შეფასება შეუძლიათ.

გრავიტაციული ლინზები, რომელთა არსებობას ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებს, დიდი მასის ასტრონომულ ობიექტებს წარმოადგენენ, რომლებიც სინათლის სხივს ჩვეულებრივი შუშის ლინზებისმაგვარად გადახრიან.

 საერთო ფარდობითობის თეორიის მიხედვით, ნებისმიერი მასა თავის გარშემო დრო-სივრცეს ამრუდებს, რაც მათში გამავალი სინათლის სხივების გადხრას იწვევს. თუმცა, მხოლოდ ძალიან დიდი მასის ობიექტებს შეუძლიათ სხივების ისე გადახრა, რომ ამის ფოტოზე შემჩნევა იყოს შესაძლებელი. გალაქტიკებს, აქტიური ბირთვი-კვაზარით(ასეთი ობიექტიც ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია), სწორედ ასეთი მასები გააჩნიათ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.