„იუნონამ“ დედამიწა და მთვარე გადაიღო

იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა საპლანეტათშორისო აპარატმა „იუნონამ“ დედამიწის ფოტო გადაიღო. გამოსახულება 9,66 მილიონი კილომეტრის მანძილიდანაა მიღებული.

 

 

სიცოცხლეს მარსზე იპოვნიან, თუ ის იქ არის

მეცნიერები, რომლებიც წითელი პლანეტის შესწავლითა და მარსზე სიცოცხლის კვალის ძებნით არიან დაკავებულნი აცხადებენ, რომ ახალი ზემგრძნობიარე მოწყობილობის დახმარებით აუცილებლად მოხდება სიცოცხლის აღმოჩენა, თუ სერთოდ ის წითელ პლანეტაზე არსებობდა ან არსებობს. სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ პასუხს კითხვაზე, რომელიც კაცობრიობას საუკუნეების მანძილზე აწუხებს.

 

 

რუსული რადიოტელესკოპი „спектр-Р”-ი კავშირზეა

კავშირის პირველი სეანსი რადიოტელესკოპ „спектр-Р”-თან მაღალინფორმატიული(ВИРК) არხის საშუალებით, რომელიც დედამიწაზე სამეცნიერო მონაცემების გადაცემისთვისაა განკუთვნილი, მოსკოვის ახლოს მდებარე პუშინოს ობსერვატორიასთან მოხდა. ამის შესახებ იუწყება პროექტის ოფიციალური საიტი.

 

მისია GRAIL-ი ფინალურ ტესტირებას გადის

8 სექტემბერს კანავერალის კონცხიდან(ფლორიდა) სტარტს აიღებს ორი კოსმოსური ხომალდი GRAIL-A და GRAIL-B, რომელთა ამოცანაა მთვარის გრავიტაციისა და შინაგანი აღნაგობის შესწავლა.

 

 

შატლის შესვლა ატმოსფეროში

ეს კაშკაშა ზოლი ორბიტიდან გადაღებული, შატლის უკანასკნელი ფოტოა. ერთი კვირის წინ კოსმოსური ბორანი ”ატლანტისი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ჩამოშორდა, ბოლოჯერ აანთო თავისი რეაქტიული ძრავები, დაკარგა ორბიტალური სიჩქარე და ქვასავით გაექანა ისევ დედამიწისკენ.

 

”იუნონა” სტარტს აგვისტოში აიღებს

 როგორც ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA იუწყება, საპლანეტათშორისო ავტომატური თანამგზავრი ”იუნონა”, პროექტი, რომელიც პრგოგრამა New Frontiers-ის ჩარჩოებში მუშავდებოდა, კოსმოსში 5 აგვისტოს გაფრინდება, თუ რამე გაუთალისწინებელი არ მოხდა. ამ კოსმოსური აპარატის მიზანია იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე გასვლა, პლანეტის მაგნიტური ველის შესასწავლად.

 

შატლების მისიის დასასრული ნასას დასასრული არაა

”როგორც ყოფილმა ასტრონავტმა და ნასას მოქმედმა ადმინისტრატორმა, მინდა ვთქვა, რომ ამერიკის ლიდერობა კოსმოსის კვლევაში, მინიმუმ 50 წელი მაინც, კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ყველაფერი წარმატებისთვის წამოვიწყეთ და არა მარცხისთვის”- ჩარლზ ბოლდენი.

 

რუსებმა ორბიტაზე რადიოტელესკოპი გაუშვეს?!

ახალი ინსტრუმენტით(10 მეტრი!!! დიამეტრის რადიოტელესკოპი) მოხდება გალაქტიკური ბირთვების კვლევები, იმ ეფექტების შესწავლა, რომლებითაც ბნელი ენერგია და მატერია მოქმედებენ ჩვეულებრივ, ხილულ მატერიაზე. კვლევის საგანი იქნება ვარსკვლავური მასების შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები, ვარსკვლავთშორისი პლაზმა, არაგალაქტიკური რადიოწყაროები და კვაზარები.