სიცოცხლეს მარსზე იპოვნიან, თუ ის იქ არის

 

რწმენას მეცნიერებს მარსზე სიცოცხლის საძებნი ახალი ინსტრუმენტები აძლევენ, რომლებიც წინამორბედ აპარატებზე 1000-ჯერ მგრძნობიარე და მძლავრია.

”თუ მარსზე სიცოცხლე არსებობს, ჩვენი მაღალტექნიკური და მძლავრი ინსტრუმენტების საშუალებით, მას ადრე თუ გვიან აუცილებლად ვიპოვით” – ამბობს ჯეფრი ბადა, სპეციალური ორ დღიანი სიმპოზიუმის თანაორგანიზატორი, რომელიც წითელ პლანეტას მიეძღვნა.

”ჩვენ სერიოზულად ვვარაუდობთ, რომ მარსზე არსებობენ სიცოცხლის ფორმები. ადრე ჩვენ არ გვქონდა აპარატურა სიცოცხლის პლანეტის წიაღში საძებნელად. ახლა უკვე ის გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ მათ მოდიფიცირებასა და გაუმჯობესებაზე. მალე ჩვენ ინსტრუმენტებს მარსზე გავუშვებთ. გასარკვევია მხოლოდ ის, თუ სად და რა ვეძებეოთ” – დასძენს ბადა.

ახალი თობის მარსმავალის გაშვება ნოემბრისთვისაა დაგეგმილი – Mars Science Laboratory Curiosity. ეს მთელი ქიმიური ლაბორატორიაა, აღჭურვილი 10 ულტრათანამედროვე მოწყობილობით სიცოცხლისათვის შესაფერისი პირობების არსებობის დასადგენად და ცოცხალი ორგანიზმების აღმოსაჩენად, რომლებიც არსებობდა ან ახლაც არსებობს მარსზე. ამ იმედის მომცემი პროექტის ბიუჯეტი 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შემდეგი მთავარი პროექტი, რომელზეც მარსის მკვლევარბი მუშობენ, არის მისია სახელად “ExoMars Trace Gas Orbiter”(მისია მარსზე გაზის აღოსაჩენად), სტარტი დაგეგმილია 2016 წლისთვის. ეს ორბიტალური თანამგზავრი აღჭურვილი იქნება მარსული ატმოსფეროს გაზებისა და მათი წყაროების აღმოსაჩენი 5 ინსტრუმენტით, თანამგზავრი აგრეთვე დააზუსტებს ადგილს, სადაც მომდევნო მარსმავალი ExoMars Rover-ი დაეშვება, რომლის გაშვებაც 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.

ყველა ეს უპილოტო მისია, ჯეფრი ბადას აზრით, პირველი პილოტირებული პროექტის წინაპირობა იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.