რუსული რადიოტელესკოპი „спектр-Р”-ი კავშირზეა

 კავშირის პირველი სეანსის ჩარჩოებში დედამიწაზე მიღებულ იქნა ტესტ სიგნალი. აღსანიშნავია, რომ რადიოტელესკოპის ყველა მოწყობილობა გადამოწმებულია და ნორმალურად მუშაობს.

 ობსერვატორიის ბორტზე არსებულმა კომპლექსმა „Плазма-Ф“-მა მზის ქარის კვლევა დაიწყო. მოწყობილობა ნაწილაკების ნაკადის პარამეტრებს ზომავს, რომლებსაც მზე ასხივებს, ასევე იკვლევს აპარატის შემხვედრი მოძრაობით მყოფი მაგნიტური ველის სტრუქტურას.

 2011 წლის აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კავშირი „спектр-Р”-თან ვერ მყარდებოდა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა პუშინოს ობსერვატორიის რადიოინტერფერომეტრიის განყოფილების ხელმძღვანელმა ანატოლი კოვალენკომ. მიზეზად ტელესკოპის ბორტზე დაფიქსირებული დაბალი ტემპერატურა დასახელდა.

 თვითონ კოსმოსური აპარატი ლავოჩკინის სახელობის სამეცნიერეო საწარმოო გაერთიანებაში შეიქმნა, პროექტ „Радиоастрон“-ის ჩარჩოებში, ხოლო მისი მოწყობილიბა ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ასტროკოსმოსურ ცენტრში. „спектр-Р”-ი განკუთვნილია მძლავრი კოსმოსური რადიოწყაროების შესასწავლად, როგორებიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. მეცნიერთა აზრით ის ასტრონომებს დაეხმარება იმ პროცესების უკეთ გაგებაში, რომლებიც ხსენებულ რადიოწყაროებთანაა დაკავშირებული(ელმაგნიტური გამოსხივება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.