შატლების მისიის დასასრული ნასას დასასრული არაა

შატლების ოცდაათწლიანი პროგრამის დასასრული იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკის კოსმოსური კვლევების სააგენტო აღრ იარსებებს, ან ამერიკელები აღრ იფრენენ კოსმოსში. ნასას კოსმოსური კვლევების მასშტაბური პროგრამა აქვს შედგენილი, რომელის რეალიზებასაც სააგენტო კიდევ მრავალი წელი მოანდომებს. ნასა გაგრძელებს მუშაობას, დაკავშირებულს კოსმოსის კვლევასთან, აერონავტიკასთან, მეცნიერებასთან და საერთაშორისო სადგურ ”ვარსკვლავთან”.

 

კვლევები

ნასა ადამიანის კოსმოსში ფრენისათვის საჭირო აპარატების შექმნაზე მუშაობს, რომლებითაც მოხდება მზის სისტემის კვლევა. ამ ეტაპზე მთავარი სამიზნეა მარსი, რომელზეც უნდა მოხდეს ასტრონავტების გადასხნმა და ამ პლანეტის კვლევა. ამისათვის შექმნილი იქნება მრავალმიზნობრივი დანიშნულების პილოტირებული ხომალდი(Multi-Purpose Crew Vehicle), კოსმოსური კაფსულა ”ორიონის” ბაზაზე, ის შეძლებს 21 დღიანი მისიების შესრულებას, ასტრონავთებით ბორტზე. ამასთნ ერთად, ნასა აპირებს გააკეთოს ახალი გამშვები სისტემა კოსმოსური ხომალდების დედამიწის მახლობელ ორბიტებს იქეთ გასაგზავნად. სააგენტო ახალი ტექნოლოგიების შემუშავების პროცესშია, რომლებიც მზის სისტემის უსაფრთო კვლევებისთვისაა საჭირო, ესენია:  რადიაციისგან უფრო კარგი დაცვა, სასიცოცხლო პირობების უზრუნველმყოფელი საიმედო სისტემები, მზის ელექტრული პროპულსური სისტემა და ა.შ.

მრავალმიზნობრივი დანიშნულების პილოტირებული ხომალდი(NASA)

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

ს.კ.ს – ეს არის ფუნდამენტი დედამიწის მახლობელ ორბიტაზე ადამიანების გაყვანის და ასევე კოსმოსური კვლევებისა და მეცნიერული ექსპერიმენტებისთვის. ასტორნავტები სადგურზე ცხოვრებას და მუშაობას აგრძელებენ. სადგურის ნაწილი მსოფლიო მნიშვნელობის ლაბორატორიადაა წცეული. აქ ნასა მცნიერულ ექსპერიმენტებზე აგრძელებს მუშაობას. კომერციული კოსმოსური კომპანიები შექმნიან კერძო ხომალდებს, რაც ნასას საშუალებას მისცემს თავისი ყურადღება მთლიანად მეცნიერულ მოღვაწეობას დაუთმოს.

აერონავტიკა

ნასა შეიმუშავებს და ააწყობს უფრო საიმედო კოსმოსურ ხომალდებს ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომლებიც საწვავს ეკონომიურად მოიხმარენ, ექნებათ ნაკლები ხმაური და ეკოლოგიის მააღალი დონე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.