„იუნონამ“ დედამიწა და მთვარე გადაიღო

“იუნონამ“(Juno) უკან, დედამიწისკენ მიმავალ გზაზე ორიდან ერთ-ერთი მაკორექტირებელი მანევრი გაკეთა. აპარატი დედამიწისკენ გრავიტაციული მანევრის გასაკეთებლად ბრუნდება, რომლის მიზანი ზონდის იუპიტერისკენ გადასროლაა(1).

ჩვენი პლანეტის გადაღებებით მეცნიერები აპარატის მოწყობილობის ტესტირებას ახდენენ. სულ „იუნონას“ 2,8 მილიარდი კილომეტრის დაფარვა მოუწევს.

დედამიწა მთვარე.

გაზურ გიგანტთან მისვლამდე კოსმოსური აპარატი, რომელიც 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვეს, კიდევ ერთხელ მოუახლოვდება დედამიწას, რათა მისი გრავიტაციის ხარჯზე კიდევ უფრო გაზარდოს სიჩქარე. იუპიტერის ორბიტაზე ის 2016 წელს გავა.

„იუნონა“ გიგანტის გარშემო 33 წრეს გააკეთებს და მის ნაგნიტურ ველს და ბუნებრივ თანამგზავრებს შეისწავლის.

ეს ფოტო ძალიან ჰგავს „ვოიაჯერ 1“-ის მიერ მზის სისტემის კიდედან გადაღაბულ დედამიწას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.