კოსმოსური სხივების წყარო

 ასტროფიზიკოსებმა მაღალი ენერგიის კოსმოსური სხივების ერთ-ერთი წყარო დააფიქსირეს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

 კოსმოსური სხივები მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების ნაკადებია(ძირითადათ პროტონები,ელექტრონები), რომლებიც პლანეტათშორის და ვარსკვლავთშორის სივრცეში მოძრაობენ და განუწყვეტლივ ”ბომბავენ” დედამიწის ატმოსფეროს. ამ ნაწილაკთა ენერგიები, გამოსახული ელექტრონვოლტებში, შეადგენს 106-1020ევ-ს. დაბალი ენერგიების კოსმოსური სხივების ძირითადი წყაროა(1010ევ -მდე) მზის ატმოსფეროს აქტიური უბნები, რომლებშიც ელემენტარული ნაწილაკების აჩქარება ხდება. უფრო მეტი ენერგიის სხივები ჩვენთან ვარსკვლავთშორისი სივრციდან მოდიან. მათი სიჩქარე სინათლის სხივის სიჩქარეს უახლოვდება. ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველის ზემოქმედების გამო, ისინი არა წრფივი, არამედ ჩახლართული ტრაექტორიებით მოძრაობენ, ამიტომ დედამიწაზე ყველა მიმართულებიდან ერთნაირი სიხშირით მოდიან. მათი ძირითადი წყაროებია ზეახლების ნარჩენები, ასევე მჭიდრო ორმაგი სისტემები, რომლებშიც ელემენტარული ნაწილაკები ორმაგი სისტემის ერთ-ერთი კომპანიონის, კომპაქტური ვარსკვლავის ზეძლიერი მაგნიტური ველით ჩქარდებიან უზარმაზარ სიჩქარეებამდე – 1020-1021 ევ!!!(შეგახსენებთ, რომ ადამიანების მიერ შექმნილ ამაჩქარებლებში ნაწილაკების აჩქარება მხოლოდ 1012ევ. ენერგიამდეა შეასაძლებელი). დედამიწის ატმოსფერო კოსმოსურ სხივებს აჩერებს(მზის სისტემის ცხვირი), თუმცა მის შემადგენელ ატომებთან შეჯახების მერე ჩნდება ე.წ. მეორედი გამოსხივების ნაწილაკთა ნაკადები.

დღეისათვის მაღალი ენერგიების კოსმოსური სხივების გამოსხივების წყაროები დაუდგენელია. ითვლება, რომ მათ წარმოქმნაში მონაწილეობას ღებულობენ გაზური ღრუბლები, რომლებზეც ან ზეახლების აფეთქებები მოქმედებენ, ან მასიური ვარსკვლავებიდან გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკების ნაკადები. თუმცა, დეტალებში ამ პროცესების მიმდინარეობა უცნობია.

მეცნიერებმა, ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში, გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ორბიტალურმა ტელესკოპმა ”ფერმიმ” გადმოსცა. კერძოდ, ტელესკოპი ამ სხივების ჭარბ რაოდენობას შეისწავლიდა, რომლებიც 6000 სინაათლის წლის მანძილზე მყოფი ობიექტის გედის X1-დან მოდიოდნენ(პირველი ობიექტი, რომელიც შავ ხვრელად იქნა აღიარებული).

სულ ”ახალი” ასეთი სხივებიანი(დადგინდა მიღებული სპექტრის ანალიზით) ”ჭუპრი” აღმოაჩინეს გიგანტური გაზური სფეროს შიგნით X1-თან ახლოს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წყარო სფეროდან არც თუ ისე შორსაა. მეცნიერთა აზრით, რომლეთა ნათქვამიც New Scientist-მა წარმოადგინა, სხივები ახლოს მდებარე აქტიურ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში ჩნდებიან.

2011 წლის აგვისტოს ბოლოს ცერნში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა CLOUD აჩვენა, რომ კოსმოსური სხივები აეროზოლების ფორმირებაზე ახდენენ ზეგავლენას, ანუ ატმოსფერული ღრუბლების წარმოქმნაზეც და შესაბამისად ამინდზეც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.