სათვალთვალო სადგურებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტის აფეთქება დააფიქსირეს

 ჩელიაბინსკის თავზე მომხდარი მეტეორტის აფეთქება ყველაზე მძლავრი აღმოჩნდა დაკვირვებების ისტორიაში.

 Ctbto-ს ქსელი ინფრაბგერებზე(20 ჰერცზე დაბალი რხევები) რეაგირებს, ის ატომურ აფეთქებებზე სათვალთვალოდ არის შექმნილი. აფეთქება ctbto-ს 17 სადგურმა დაარეგისტრირა. ყველაზე შორეული სადგური ჩელიაბინსკს ათასეულობით კილომეტრის მანძილით არის დაშორებული, ის ანტარქტიდაზე მდებარეობს. Ctbto-ს მონაცემებით, მეტეორიტის აფეთქება 15 თებერვალს, გრინვიჩის დროით 03:22(ჩვენით 7:22) საათზე მოხდა.

 ამ დრომდე ყველაზე მძლავრ მეტეორტიულ აფეთქებად 2009 წელს სულავესის თავზე მომხდარი ბოლიდის აფეთქება ითვლებოდა, რომელიც ctbto-მ დააფიქსირა.

 Ctbto-ს პირველი სადგური გერმანიის ტერიტორიაზე 2001 წლის აპრილში გაიხსნა. ამჟამად ინფრბგერებზე მოთვალთვალე 45 სადგური მუშაობს. სადგურების მიერ მიღებული მონაცემები საანალიზოდ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იგზავნება.

 Ctbto-ს წარმომადგენელთა თქმით, 15 თებერვლის მოვლენა ერთეული აფეთქება კიარ იყო, არამედ „წვა ბგერაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას“.

 12 თებერვალს ctbto-ს ქსელმა საეჭვო სეისმური აქტივობა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე დააფიქსირა, მაგნიტუდით 4,9 ბალი. მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლებამ საცდელი ატომური აფეთქების შესახებ გააკეთა განცხადება(იაპონიის მიწისძვრის მუსიკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *