Curiosity მარსისკენ მიმავალ გზას დაადგა!!!

26 ნოემბერს 19:02 სთ-ზე ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტომ(NASA) მარსისკენ გაუშვა თავისი ყვეკლაზე დიდი და თანამედროვე მარსმავალი Curiosity(ცნობისმოყვარე). 2,5 მილირდ დოლარიანი უნიკალური ქიმიური ლაბორატორია კანავერალის კონცხიდან, ა.შ.შ-ს საჰაერო ძალების ბაზიდან(ფლორიდა), რაკეტამატარებელ “Атлас V”-ით გაუშვეს.

მარსმავალი Curiosity მარსის ზედაპირზე 2012 წელს ინოვაციური დაშვების სისტემით, ჰაერის ბალიშის დახმარებიდ დაჯდება, ის სპეციალურად ამ მარსმავლისთის არის შექმნილი. ჰაერის ბალიში მძიმე(900 კგ) აპარატს საშუალებას მისცემს აკურატულად და თანდათანობით დაეშვას წიტელი პლანეტის ზედაპირზე. ის მარსის გრუნტის კვლევას გეილის კრატერში დაჯდომის თანავე დაიწყებს.

http://www.youtube.com/watch?v=MIpFgump7so

კარგი სტარტის მერე, მისიის წამყვანმა პროექტ-მენეჯერმა პიტ ტაიზინგერმა( Pete Theisinger) თქვა: “ჩვენი მარსმავალი ძალიან კარგ მდგომარეობაშჳა და მარსისი მიმართულებით მიფრინავს. ჩვენ სრულ მაზადყოფნაში ვართ წარგზავნილის მარსის ზედაპირზე დასასმელად, და ყველაფერი ეს  ჩვენ უზომო ბედნიერებას გვანიჭებს”.

შეგახსენებთ, რომ თავიდან, Curiosity-ის სტარტი 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა 1 დღით გადაიდო, რათა სპეციალისტებს მწყობრიდან გამოსული, ერთ-ერთი ბატარეის გამოცვლა მოესწროთ.

“ეს ფანტასტიკა არაა. ის ნამდვილად მარსისკენ მიფრინავს. ჩვენ შევაგროვებთ და გამოვიკვლევთ მარსის გრუნტს, შესაძლებელია, რაიმე საინტერესოც ვნახოთ” – აცხადებს დაგ მაკკუიზიშნი( Doug McCuisition), ნასას შტაბბინიდან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.