უძველესი ვარსკვლავი

 მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა, ჩვენიდან რამდენიმე ათეული ათასი სინათლის წლის მოშორებით მდებარე მნათობი SMSS J031300.36-670839.3 გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ის სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავთაგანია(MITnews).

 წყალბადზე მძიმე ელემნტების შემცველობის უკიდურესი სიმცირე იმაზე მეტყველებს, რომ ეს, მეორე თაობის ვარსკვლავია, ასეთები სულ პირველი მნათობების მერევე გაჩნდა, როცა მძიმე ელემენტების რაოდენობა გაცილებით მცირე იყო, ვიდრე მზის თანატოლ ნებისმიერ  ვარსკვლავებში. რკინა საერთოდაც არ აღმოუჩენიათ: ასტრონომები მხოლოდ ვარაუდობენ, რომ მისი მაჩვენებელი ჩვენი მზისეულის ერთ მემილიონედს უნდა უტოლდებოდეს, რაც დღეისათვის ცნობილი მსგავსი ობიექტებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. როგორც ჩანს, SMSS J031300.36-670839.3-ის ასაკი 13 მილიარდ წელზე მეტია, თუმცა რამდენით – ჯერჯერობით უცნობია.

 უფრო მეტიც, აღმოჩენადი რაოდენობის რკინის არ არსებობა, მეცნიერთა თქმით, გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ პირველი თაობის ვარსკვლავებში მძიმე ელმენტების სინთეზირდა გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე ითვლებოდა. როგორც ჩანს, აღმოჩენილი ვარსკვლავის წინამორბედმა ვარსკვლავმა, ბირთვიდან თავისი მძიმე ელემენტების კარგად გამოდევნა ვერ შეძლო, რადგან მისი სასიცოცხლო გზის ბოლოს მომხდარი აფეთქება არც ისე მძლავრი იყო( როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 სრულიად მოულოდნელია ისიც, რომ წინამორბედი ვარსკვლავის აფეთქების ენერგია იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე დღევანდელი ჩეულებრივი ზეახლისა – და ეს მაშინ, როცა მისი მასა 60 მზის მასის ტოლფასია, ანუ როგორც განსაკუთრებულისა – თან ისეთისა, რომლის აფეთქების მერე მნათობის ადგილზე შავი ხვრელი უნდა გაჩნდეს.

 გარდა ამისა, მონაცემები SMSS J031300.36-670839-ის სპექტრის შესახებ, რომლებიც „მაგელანის ტელესკოპებით“(ჩილე) იქნა მიღებული, დადგინდა, რომ ჩვენი მნათობის საზომით თუ ვიმსჯელებთ, იქაური ნახშირბადის რაოდენობა მცირე, თუმცა რკინაზე ათასჯერ მეტია. სწორედ ეს მიუთითებს ვარსკვლავი-წინაპრების აფეთქებათა სისუსტეზე: ნახშირბადი მათ გარე ფენებში იყო, რკინა კი ბირთვში.

 ასეთი აფეთქებების სისუსტეს პირველი ვარსკვლავების დაშლის ალტერნატიულ სცენარამდე მივყავართ: ზეახალთა მძლავრი ანთებების მაგივრად შედარებით სუსტი აფეთქებები ხდებოდა, რომლებშიც პირველი ვარსკვლავები მხოლოდ გარე ფენებს კარგავდნენ და ნახშირბადით იმ გაზურ-მტვროვან ღრუბლებს ამდიდრებდნენ, რომელთაგანაც შემდგომ SMSS J031300.36-670839.3 წარმოიქმნა, ხოლო რკინით მდიდარი ბირთვი შავ ხვრელად კოლაფსირდა, რამაც ამ კომპონენტის სივრცეში გაბნევა შეზღუდა.

uzvelesis speqtriამ ვარსკვლავის სპექტრი უჩვეულოა: კარგად მხოლოდ წყალბადის, ნახშირბადისა და დედამიწისეული ატმოსფეროს რამდენიმე ზოლი ჩანან.

 თუ პირველი ვარსკვლავები შედარებით სუსტი სიმძლავრეებით ფეთქდებოდნენ, გამოდის, რომ პირველი გალაქტიკების „ემბრიონები“ არც თუ ისეთ აგრესიულ პირობებში ჩნდებოდნენ, როგორც აქამდე ითვლებოდა: მათ არ ემუქრებოდათ გაზების ყველა მხარეს გაფანტვა მთლიანობის დარღვევით, რადგან მცირე სიმძლავრის აფეთქებები გალაქტიკის ცალკეულ ნაწილებს ერთად ყოფნისა და სწრაფი ევოლუციის საშუალებას აძლევდნენ.

 SMSS J031300.36-670839.3-ის აღმოჩენა, ცნობილთა შორის ყველაზე უძველესის, ნიშნავს, რომ ყველაზე პირველი ვარსკვლავების ფორმირების თეორია გადასახედია, რადგან მათი ევოლუციის თანამედროვე მოდელები ვერ იძლევიან ისეთ შედეგებს, რომლებშიც ვარსკვლავთა მხოლოდ გარე ფენების გატყორცნით შემოფარგლული აფეთქებები ხდება(პირველი ვარსკვლავებიმათუსალას ვარსკვლავის შესახებრეკორდულად შორეული გალაქტიკა; უძველესი ვარსკვლავი მზის მახლობლად; უძველესი ეკზოპლანეტა; უშორესი ვარსკვლავური აფეთქება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.