„სავსე მთვარის წყევლა“

 ტომ მერფი, ფიზიკოსი სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან, ერთ-ერთია იმ მენციერთა შორის, ვინც ლაზერის სხივი მთვარეზე დატოვებული სარკეებისკენ მიმართა, რომლებიც იქ მისია „აპოლონის“ ასტრონავტებმა და საბჭოთა მთვარემავლებმა დატოვეს. დროის მიხედვით, რომელიც სხივს მთვარემდე და უკან დასაბრუნებლად სჭირდება, მერფი ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრამდე მანძილს მილიმეტრის სიზუსტით ზომავს.

 მთვარის ლოკაცია, რასაც ამას უწოდებენ, იმ ფაქტის აღმოჩენაში დაგვეხმარა, რომ მთვარე სპირალური ტრაექტორიით გვშორდება, ასევე გააჩინა ვარაუდი მთვარის გამდნარი ბირთვის შესახებ.

 დრო და დრო სიგნალი, რომელსაც რეფლექტორები იძლეოდნენ, თავიდანვე ისედაც სუსტი, კიდევ უფრო სუსტი ხდებოდა. პროექტით, რომელსაც მერფი ხელმძღვანელობს, 100 კვადრილიონი ფოტონისაგან შემდგარ იმპულსებს უშვებენ, რომელთაგან უკან მხოლოდ ერთი ფოტონი, ან საერთოდ ვერცერთი ვერ ბრუნდება. დედამიწის ატმოსფერო სხივს ისე გადახრის, რომ ფოტონების ნაწილი მთავრის ზედაპირს ეხლებიან, ამრეკლები კი უკან დაბრუნებულ სხივს უდნავ გადახრიან, რის გამოც უკან წამოსული ფოტონები ტელესკოპის თვალთახედვაში ვეღარ ხვდებიან.

 ყველა ამ ფაქტორის გათსვალისწინებითაც, მერფის ჯგუფი იმაზე ათჯერ ნაკლებ ფოტონებს ღებულობს, რამდენიც გამოთვლების მიხედვით უნდა მიეღო. სავსემთვარეობის დროს კი ეს რიცხვი მოსალოდნელის 1 პროცენტამდე ეცემა. სავსემთვარეობისას სხვა ობსერვატორიები უკუსიგნალს საერთოდ ვერ იღებენ.

 მერფის ჯგუფმა ამ ფაქტს ხუმრობით „სავსე მთვარის წყევლა“ შეარქვა.

 მერფი თვლის, რომ ამაში დამნაშავე მთვარის მტვერი შეიძლება იყოს, რომელიც რეფლექტორებზე გროვდება. მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე ქარი არ არის, ელექტროსტატიკური ძალები და მეტეორიტებით მუდმივი ბომბარდირება მტვრის გარკვეულ რაოდენობას ფანტავს, რომელიც შემდეგ რეფლექტორების პრიზმებზეც ილექება. სინათლე ყოველი რეფლექტორის ზედაპირს ორჯერ გადის, როცა ეცემა და აირეკლება მათგან. მერფიმ გამოითვალა, რომ მტვერი, რომელიც სარკეების 50 პროცენტს ფარავს, უკუსიგნალის არ არსებობის მთავარი მიზეზია.

 თუმცა, რა არის მიზეზი იმისა, რომ სავსემთვარეობისას სიგნალი კიდევ უფრო სუსტდება? მერფის აზრით – სითბო.

 პრიზმები ცილინდრებშია მოთავსებული, ასე რომ მზე მათ მთლიანად მაშინ ანათებს, როცა პირდაპირ ცილინდრებში „იყურებს“. იმის გამო, რომ პრიზმები დდამიწისკენ არიან ორიენტირებული, ეს მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება. ამ დროს მთვარისეული მტვერი(რეგოლითი) ცხელდება და პრიზმების ზედაპირსა და მათ სიღრმეებს შორის თერმულ გრადიენტს ქმნის. პრიზმების რეფრაქციის მაჩვენებელი იცვლება, ისინი ლინზებივით იქცევიან, უკან, დედამიწისკენ წამოსულ სინათლეს გადახრიან, ამიტომაც ტელესკოპებში ფოტონების კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობა ბრუნდება.

 ამ ჰიპოთეზის ღირსება ისაა, რომ მისი შემოწმება შესაძლებელია. თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც მერფი თვლის, მაშინ ექსპერიმენტი მთვარის დაბნელებისას უნდა ჩატარდეს, რაც რეფლექტორების მზის სითბოთი გაცხელებას გამორიცხავს. დაკვირვებები 2010 წლის 21 სექტემბრის მთვარის დაბნელებისას ჩატარდა. მკვლევარები ხუთი საათის განმავლობაში სამი რეფლექტორიდან, აპოლონის დატოვებული ორი და ერთიც საბჭოთა მთვარემავალზე, არეკლილ სიგნალებს იღებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სიგნალის ისეთ დონემდე მომატება დაფიქსირდა, როგორიც მაშინ, როცა მთვარე არ იყო სავსე(აპოლონ 16: მოგზაურობა მთვარეზე; დაკარგული კრატერი; რა მოხდა „აპოლონ-13“-ის ბორტზე?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.