მათუსალას ვარსკვლავის შესახებ

 სამყაროს ყველაზე ხნიერი ვარსკვლავები რითია განსხვავებული სხვებისგან, მაგალითად, ცნობილი HD140283, რომელსაც მეცნიერები უძველესებს აკუთვნებენ. მისი ხანგრძლივი ვარსკვლავური სიცოცხლე ”ჰაბლმაც” დაადასტურა. სამყაროს უძველესი ვარსკვლავი ნაპოვნია, ასტროფიზიკოსები მის ვარსკვლავურ ბიოგრაფიას იკვლევენ…

 მას მათუსალას ვარსკვლავი შეარქვეს, ბიბლიური პერსონაჟის მიხედვით, რომელმაც ყველაზე დიდ ხანს იცოცხლა. ამის მიზეზი სუბგიგანტის, ვარსკვლავ HD 140283-ის ასაკია: 16 მილიარდი წელი! როცა თვით სამყარო ჯერ კიდევ არ დაბადებულა და დრო-სივრცის სინგულარულ წერტილში იყო! ვარსკვლავის ასაკი რიგი პარამეტრებით დგინდება: მისი ნათობა, ქიმიური შემადგენელი და მანძილი ამ ვარსკვლავამდე. ასტრონომებმა მათულსალას ვარსკვლავის შესახებ დიდი ხანია იციან, თუმცა, მხოლოდ ჩვენს დროში მოხერხდა სანდო მონაცემების მიღება, რომლებიც ვარსკვლავური ობიექტების დიდი აფეთქების მერე გაჩენის თანამედროვე კონცეფციაში ჯდება.

 უცნაური ვარსკვლავი ჩვენი გალაქტიკის ფარგლებში მდებარეობს, ოღონდ კიდეზე, გალაქტიკურ ჰალოში, დედამიწიდან 200 სინათლის წლის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ მათუსალა, ვარსკვლავთა საკმაოდ იშვიათ ტიპს მიეკუთვნება (წითელი სუბგიგანტი): ისინი უჩვეულოდ ელვარე და საკმაოდ დიდი ობიექტებია, ნათობისა და მასის მახასიათებლები ძირითადი მიმდევრობის ვარსკვლავებისას აჭარბებს, თუმცა ისინი საგრძნობლად ჩამორჩება გიგანტების შტოს იგივე მახასიათებლებს.

 გალაქტიკის პერიფერიას დიფუზური რგოლი შემოფარგლავს, რის გამოც კიდურა ვარსკვლავები მკრთალებად გამოიყურება, რადგან გამოსხივების ნაწილი რგოლის მტვერზე გაიბნევა. HD 140283-ის ქიმიური შემადგენელი მის განსაკუთრებულად დიდ ასაკზე მეტყველებდა: ასეთებისთვის მეტალთა მინიმალური რაოდენობა არის დამახასიათებელი, წყალბადისა და ჰელიუმის დომინირებით (სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი).

 ახლა, მონაცემები ორბიტული ”ჰაბლით” იქნა მიღებული, რომლებიც პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა, ჰოვარდ ბონდის ხელმძღვანელობით. მეცნიერებმა, ”ჰაბლის” მიერ 2003-დან 2011 წლამდე დაგროვებულ დაკვირვებათა ნაკრები გააანალიზეს. ზუსტი დამიზნების სისტემის მონაცემებით სხვა ვარსკვლავების მიმართ მათუსალას ადგილმდებარეობა დადგინდა, დაზუსტდა დედამიწიდან ვარსკვლავემდე მანძილი186 სინათლის წელი. ვარსკვლავამდე მანძილის მიხედვით კი მისი ელვარება და ნათობა გაირკვა.

 HD 140283-ის ასაკმა შეიძლება შოკში ჩააგდოს ადამიანი — 13,9 მილიარდი წელი! ეს რიცხვი სამყაროს ასაკს აჭარბებს! ამასთან ერთად, თერმობირთვულ რეაქციაში მთელი წყალბადი პრაქტიკულად ”ამოიწვა”, ვარსკვლავის ნათობა შემცირდა, რაც მის ხანდაზმულობაზე მიუთითებს. თუმცა სტატისტიკური ცთომილებაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ – ის ±700 მილიონ წელს შეადგენს. ამიტომ მათუსალას ასაკი შეიძლება იქნეს შეფასებული როგორც 13,2 მილიარდი წელი, რაც სამყაროს გაჩენის კოსმოსლოგიურ მოდელებს არ ეწინააღმდეგება. მათუსალამ წინა რეკორდსმენი, HE 1523-0901 მეორე ადგილზე გადასვა.

 მიუხედავად ამისა, ჩვენი რეკორდსმენი დიდი აფეთქების მერე გაჩენილ ვარსკვლავთა არა პირველ, არამედ მეორე თაობას ეკუთვნის. მათ შორის განსხვავება მძიმე ლითონების რაოდენობით განისაზღვრება, რომლებიც პირველი თაობის ვარსკვლავებში საერთოდ არ არის (ასტრონომიაში, წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს მეტალებს უწოდებენ).

 შესაძლებელია, რომ დრო, რომელიც პირველი და მეორე თაობის ვარსკვლავებს ჰყოფს, სულ რაღაც რამდენიმე ათეულ მილიონ წელს ითვლის. გამოდის, რომ მათუსალას ვარსკვლავი თითქმის სამყაროს თანატოლია, თუმცა მეორე გენერაციის ვარსკვლავებს ეკუთვნის, რითაც ამ თვალსაზრისით ყველაზე პირველ ვარსკვლავებს ჩამორჩება, რომელთა ევოლუცია სამყაროს განთიადზე მიმდინარეობდა (პირველი ვარსკვლავები; პირველი ვარსკვლავები ბზრიალასავით ტრიალებდნენ; შეუძლებელი ვარსკვლავი; დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.