მუშთარისა და ასპიროზის განშორება

 30 ივნისის საღამოს, დასავლეთის ცაზე მოელვარე ვენერა და იუპიტერი, პეკინელმა ასტროფოტოგრაფმა გადაიღო, ზუსტად დიდი შეერთების კულმინაციის დროს(მუშთარისა და ასპიროზის პაემანი). ეს ორი კაშკაშა პლანეტა, დასავლეთ ჰორიზონტისკენ აგრძელებდა მოძრაობას, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთით, თითქმის სასვსე მთავრე ამოვიდა. ამ გამოსახულბაზე, იგივე ტელესკოპითა და კამერით გადაღებული მთვარე, ცის საწინააღმდეგო მხრიდან, მასშტაბების წარმოსადგენად პლანეტათა შეერთებასთან არის შედარებული. სავსე მთვარის ზომა ცაზე დაახლოებით ნახევარი გრადუსია(1). ვენერას ნამგალა ფორმისა და იუპიტერის ოთხი გელილეისეული თანამგზავრის დანახვა, ბინოკლითა და პატარა ტელესკოპებითაც იყო შესაძლებელი.

 სინამდვილეში, ამ ორ პლანეტას შორის ძალიან დიდი მანძილია. ზოლებით დაფარულ იუპიტერამდე 910 მილიონი კილომეტრია, ნამგალა ვენერამდე მანძილზე 11-ჯერ მეტი. მაშინ, დედამიწის დად წოდებულ ვენერამდე მანძილი 78 მილიონი კილომეტრი იყო. ამასთან ერთად, იუპიტერის დიამეტრი 11-ჯერ აჭარბებს ვენერასას, ამიტომ ჰქონდათ მათ ერთნაირი კუთხური ზომა ცაზე. XVI საუკუნეში, პოლონელი ასტრონომი ნიკოლა კოპერნიკიც(კოპერნიკის პრინციპი) ტკბებოდა იუპიტერსა და ვენერაზე დაკვირვებით. ხსენებული თანამგზავრები(სამი ჩრდილი იუპიტერზე) და ვენერას ფაზები, მზის სისტემის, მის მიერ წარმოდგენილი ჰელიოცენტრული მოდელის ერთ-ერთ მტკიცებულებად იქცა(საინტერესო ფაქტები იუპიტერსა და მის თანამოძმეებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.