სამი ჩრდილი იუპიტერზე

 ზოლებიანი გაზის გიგანტის დისკოს ამ ფოტოზე, მისი თანამგზავრებიდან დაცემული, სამი ჩრდილის გავლაა აღბეჭდილი. ეს სცენა ბელგიის ცაზე 12 ოქტომბერს, გრინვიჩით 05:28 საათზე იქნა გამოჭერილი. სამი ჩრდილის ასეთი გავლა, ბევრი თანამგზავრების მქონე პლანეტისთვისაც კი იშვიათობაა. კადრში იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრები ჩანს(ჰანიმედის გამოკლებით): კალისტო შორეულ მარცხენა კუთხეში, იო ყველაზე ახლოს იუპიტერის დისკოსთან და ევროპა ოდნავ დაბლა და მარცხნივ. ამ ჩრდილებიდან, რომლებიც მზით განათებული იუპიტერის ღრუბლებზე ჩანს, ყველაზე წაგრძელებული, სამხრეთ პულუსთან ახლოს, კალისტოს ჩრდილია. იოს ჩრდილი დიდი წითელი ლაქის მაღლა და მარჯვნივ მოჩანს. რა თქმა უნდა, იუპიტერზე მყოფი დამკვირვებლისთვის, ეს ჩრდილები მზის დაბნელებებად გამოჩნდებოდა, მთვარის ჩრდილის მსგავსად, რომელიც დედამიწის განათებულ მხარეს კვეთს(მზის დაბნელება მარსზე; სუპერმთვარე მზის წინააღმდეგ; მთვარის ილუზია; კიდევ ერთი მთვარის სრული დაბნელება; პირველად იქნა გადაღებული ზეგიგანტის დაბნელების დეტალური სურათი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.