სუპერმთვარე მზის წინააღმდეგ

 თუ მზისა და მთავრის ხილულ ზომებს შევადარებთ, მაშინ ეს უკანასკნელი გაიმარჯვებს, ოღონდ ოდნავ.
  ეს კარგად ჩანს ორიგინალურ, შედგენილ ფოტოზე. ასეთი გამოსახულების მისაღებად, ასტრონომმა სავსე მთვარე 6 მაისის ღამეს იმავე ტელეკოპითა და კამერით გადაიღო, რომლითაც მეორე დღეს ამოსული მზე(ოღონდ ბნელი ფილტრით). რა თქმა უნდა, 6 მაისს მთვარე პერიგეაში იყო – თავისი ელიფსური ორბიტის დედამიწასთან უახლოეს წერტილში, ამით ის 2012 წლის ყველაზე დიდ სავსე მთვარედ იქცა.
  ორი კვირის მერე, 20 მაისს, მთვარე აპოგეაში იქნება – ორბიტის უშორეს წერტილში. ამ დროს ის ბნელი და ყველაზე უფრო მცირე ხილული ზომის იქნება, რადგან 20-ში ახალმთავრეობაა. ამ რიცხვში იქნება წლის პირველი მზის დაბნელებაც, რომლის ჩრდილი აზიის, წყნარი ეკეანისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე გაივლის.
  240-300 კილომეტრის ზოლში რკალური დაბნელების დანახვა იქნება შესაძლებელი, რადგან როცა მთვარე აპოგეაშია, მისი ზომა ელვარე მზის დისკოში თავისუფლად ეტევა და მთლიანად ვერ ფარავს ჩვენს უახლოეს ვარსკვლავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.