მასიური და ელვარე მომაკვდავი ვარსკვლავებით სავსე გალაქტიკა

 NASA-მ, ”ჰაბლის” საშუალებით გადაღებული, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებით მდიდარი გალაქტიკის -SBS 1415+437(იგივე SDSS CGB 12067.1), ფოტო გამოაქვეყნა(nasa.gov).

 მენახირეს(Bootes) თანავარსკვლავედში მდებარე SBS 1415+437-მდე მანძილი 45 მილიონი სინათლის წელია. მასში არსებული ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები, დაახლოებით 20-ჯერ მასიურია მზეზე, ხოლო ერთი მზის მასის ტოლფასი მატერიის დაკარგვა ასი ათასი წლის განმავლობაში შეუძლიათ. მზეზე 40-ჯერ მაღალი ზედაპირული ტემპერატურის მქონე ვარსკვლავების ელვარება, ათასიდან, მილიონამდე ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენი მნათობისა. ირმის ნახტომის ყველაზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავები, როგორც წესი, ასეთი ტიპის მნათობებს ეკუთვნის. უზარმაზარი მასების ასეთ მოკლე დროში კარგვა, მათი ევოლუციის პროცესების დაჩქარებას იწვევს.

 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავებვის სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე ასეული ათასი წლით შემოიფარგლება, რაც დაკვირვებისათვის ძალიან იშვიათ ობიექტებად აქცევს მათ. ამიტომ, კიდევ უფრო უჩვეულოა, როგორც ასტრონომები აღნიშნავენ, ერთ გალაქტიკაში უამრავი რაოდენობით ასეთი ვარსკვლავების არსებობა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.