მთვარის გამა-ნათება

  ხილული სინათლის ფოტონებზე მილიარდჯერ ენერგიული გამა-ფოტონების დანახვა რომ შეგვძლებოდა, აღმოვაჩენდით, რომ მთვარე უფრო ელვარეა, ვიდრე მზე! წარმოდგენილი ფოტო, ფერმის სახელობის კოსმოსური გამა-ობსერვატორიის ტელესკოპით – LAT, არის მიღებული, მუშაობის პირველი 7 წლის განმავლობაში.

 ფერმის გამა-მხედველობა, მთვარის ზედაპირის დეტალებს ვერ არჩევს, ხოლო მისი ზომისა და ადგილის შესაბამისი გამა-ნათების ნახვა ამ ხელოვნურად შეღებილი გამოსახულების ცენტრში შეგვიძლია ვიხილოთ. ყველაზე უფრო კაშკაშა პიქსელები, მთავრიდან გამოსხივებული მაღალი ენერგიის მქონე გამა-ფოტონებს შეესაბამება. კოსმოსური სხივების სახელით ცნობილი მაღალი ენერგიების მქონე ნაწილაკები, მზის სისტემაში იჭრება და მაგნიტური ველით დაუცველი მთვარის ზედაპირს ბომბავს, რაც გამა-ნათებას იწვევს. იმის გამო, რომ კოსმოსური სხივები ყველა მიმართულებიდან მოდიან, გამა-სხივებში მთვარე ყოველთვის სავსეა და არც ფაზები დაიმზირება. პირველი ასეთი ფოტო, ორბიტაზე 25 წლის წინათ გატანილი კომპტონის სახელობის გამა-ობსერვატორიის ინსტრუმენტით – EGRET, იქნა მიღებული(კიდევ ფერმის შესახებ; მთვარე; ტელესკოპი H.E.S.S. II).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.