გეოდინამო და მთვარე

 დედამიწის მაგნიტური ველი, მზისა და კოსმოსური გამოსიხვებისგან გვიცავს(Earth and Planetary Science Letters). ეს ”ფარი” ფორმირდება პროცესით, რომელსაც ”გეოდინამო” ეწოდება – დიდი რაოდენობის გამდნარი რკინის მოძრაობა დედამიწის ბირთვის გარე ფენაში. თანამედროვე წარმოდგენებით, ასეთი მაგნიტური ველის შესანარჩუნებლად, დედამიწის ბირთვი უკანასკნლეი 4,3 მილიარდი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 3000 გრადუსამდე უნდა გაცივებულიყო. მეცნიერული კვლევების ნაციონალური ცენტრისა და ბლეზ პასკალის უნივერსიტეტის(საფრანგეთი) თანამშრომლები, დენის ალდროს მეთაურობით, აცხადებენ, რომ ამ დროის განმავლობაში ხსენებული ტემპერატურა, მხოლოდ 300 გრადუსით შემცირდა. თუმცა, ტემპერატურათა ასეთი სხვაობის კომპენსირება, კვლევებში აქამდე გაუთვალისწინებელ მთვარის ზემოქმედებას შეუძლია, რითაც გეოდინამო აქტიური რჩება.

 მოძრაობს რა დედამიწის გარშემო, მთვარე, ყოველთვის 3%-ით უფრო ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან , რომელის მხარესაც მდებარეობს. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება, ვიდრე საპირისპირო. მოქცევის ძალად წოდებული ეს ძალა, დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ამის გამო ზედაპირზე მცირე ზომის(30 სმ) ამოზნექილობები ჩნდება, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობს. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS-ით და ლაზერული სიმაღლის საზომი საშუალებებით კოსმოსიდან, ამ მოძრავი, მოქცევის ტალღის ზომების დაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით ხდება(ბავშვური შეკითხვები).

 მკვლევართა თქმით, მთვარის მხრიდან მოქმედი მოქცევითი ძალები, მაგნიტური ველის მაგენერირებელი თხევადი რკინის მოძრაობის სტიმულირებას ახდენს. სისტემაში დედამიწა-მთვარე-მზე, გრავიტაციული ენერგიის გადაცემით, ჩვენი პლანეტა 3700 მილიარდი ვატის ტოლფას ენერგიას მუდმივად იღებს. ბირთვში არსებული გამდნარი რკინის მოძრაობაში მოსაყვანად, სავარაუდოდ, ამ ენერგიიდან, თავისუფალი ენერგიის 1 მილიარდი ვატი რჩება, რაც სრულიად საკმარისია დედამიწის გეოდინამოს სტაბილურად ფუნქციონირებისა და კლასიკური თეორიის ამ უდიდესი პარადოქსის ამოსახსნელად(ბირთვის ბირთვი; ეს ფარი, ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს; დედამიწის მაგნიტური ველი სუსტდება; დედამიწის ცენტრი სხვა სიჩქარით ბრუნავს; ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *