დედამიწის მაგნიტური ველი სუსტდება

 პირველი დეტალური რუქა მაღალი გარჩევადობის შესაძლებლობით, შედგენილი თანამგზავრთა ჯგუფით – Swarm (ევროპის კოსმოსური სააგენტო), დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების დემონსტრირებას ახდენს.

 მონაცემები, რომლბსაც ეს თანამგზავრები გადმოსცემენ, მაგნიტური ველის შესუსტების ტენდენციას ადასტურებს, თან, ყველაზე მეტად ეს ტენდენცია დასავლეთ ნახევარსფეროში დაიმზირება. ზოგიერთ რეგიონებში, მაგალითად, ინდოეთის ოკეანის სამხრეთით, მაგნიტური ველის გაძლიერება ამ წლის იანვრიდან იქნა დაფიქსირებული. გარდა ამისა, ისიც დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი ციმბირისკენ გადაადგილდება (რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს).

swarmebiswarm magnit ruka earthis

 მაგნიტური ველის ცვლილებები გამოწვეულია პროცესებით, რომლებიც დედამიწის ბირთვსა და მასთან ახლოს მდებარე რეგიონებში მიმდინარეობენ (ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ; დედამიწის ცენტრი სხვა სიჩქარით ბრუნავს). მთლიანობაში, მაგნიტური ველის მდგომარეობაზე ზეგავლენას მანტია, ქერქი, იონოსფერო და დედამიწის მაგნიტოსფერო ახდენს. უახლოესი თვეების განმავლობაში, მეცნიერები, შეგროვებული მონაცემების კიდევ უფრო გულდასმით შესწავლას აპირებენ, ზემოთ ხსენებული დამატებითი ფაქტორების ზეგავლენის დონეთა დასადგენად (მაორის კოცონი დედამიწის მაგნიტურ ველზე მოგვიყვება; პლაზმოსფერული ქარის არსებობის მტკიცებულება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.