პლაზმოსფერული ქარის არსებობის მტკიცებულება

 კოსმოსური აპარატებიდან – Cluster, მიღებული მონაცემების ანალიზისას, მკვლევარმა იანის დანდოურასმა სარწმუნო მტკიცებულებები მიიღო სუსტი, ოღონდ მდგრადი ”ქარის” არსებობისა, რომელიც 5000 კმ/სთ. სიჩქარით ქრის და დედამიწის პლაზმოსფროდან გარე მაგნიტოსფეროში 1 კგ. პლაზმა გადააქვს ყოველ წამში(ESA).
პლაზმოსფერო – ეს არის დამუხტული ნაწილაკებით გაჯერებული ტოროიდალური ფორმის რეგიონი, დედამიწის მაგნიტოსფეროს შიგნით. არის რა მაგნიტოსფეროს ძირითადი რეზერვუარი, პლაზმოსფერო პლანეტის რადიაციული სარტყლების დინამიკაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ამ სარტყლების გადაკვეთა კოსმოსურ ხომალდებსა და მათ ეკიპაჟებს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის(რადიაცია ჩვენს გარშემო).  გარდა ამისა, პლაზმოსფეროს ნივთიერება ნავიგაციის სისტემის(GPS) მუშაობაზეც მოქმედებს, შეაქვს რა დაყოვნებები მისი თანამგზავრების მიერ გაგზავნილი სიგნალების გავრცელებაში(ვიდეო).plazmosfer qari toroidaluri  პლაზმოსფერული ქარი, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში 90 ტონაზე მეტი ნივთიერებები მიქავს თან, ატმოსფეროს ზედა ფენების ნივთიერებათა კარგვაში თავისი წვლილი შეაქვს და გარე მაგნიტოსფეროს პლაზმის ძირითადი წყაროა. მეცნიერები მის არსებობას 20 წლის წინათ ვარაუდობდნენ: ეს ქარი ძალების დისბალანსით ჩნდება, რომლებიც პლაზმის მოძრაობას იწვევენ. ქარის პირდაპირი დაკვირვებებით აღმოჩენა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
პლაზმოსფერული ქარის კვლევის შედეგები პლაზმოსფეროს მოდელის დასაზუსტებლად იქნება გამოყენებული, როგორც შემეცნებით, ასევე პრაქტიკულ მიზნებისთვის(მოგზაურობა დედამიწის მაგნიტურ სარტყელში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.