მაორის კოცონი დედამიწის მაგნიტურ ველზე მოგვიყვება

 ჯულიან თერნერი, ვიქტორიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი, ახალ ზელანდიელი აბორიგენების მიერ კოცონის დანთების დროს გამოყენებული ქვების ანალიზით, დედამიწის მაგნიტური ველის ევოლუვიის შესწავლას თავაზობს მეცნიერებს(BBC News).

 არსებული მონაცემები დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ ძირითადათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკაშორდება, მაშინ როცა მისი ევოლუციის გაგება სამხრეთ ნახევარსფეროს ისტორიის ცოდნის აუცილებლობას მოითხოვს.

 მაგნეტიზმის შესწავლის ერთ-ერთ ძირითადი მეთოდი არის მყარი ქანების ანალიზი, რომლებმაც გაცხელება გადაიტანეს. საქმე იმაშია, რომ საკმარისი გაცხელებისა და განსაზღვრული ტემპერატურული წერტილის(კუირის წერტილი) გადაჭარბებისას, მაგნიტურ მასალაში მაგნიტური დიპოების დეზორიენტაცია ხდება. ეს უკანასლნელნი ქანის გაცივების მერე იღებენ ორიენტაციას, რომელიც ამ წერტილში, მოცემული დროის ინტერვალში, დედამიწის მაგნიტური ველის ორიენტაციასა და ინტენსიურობას შეესაბამება. ამიტომ, ცნობილია რა მასალის გაცხელების თარიღი, მეცნიერებს შეუძიათ აღადგინონ ინტესიურობა, ზოგჯერ კი ორიენტაციაც დედამიწის მაგნიტური ველისა დროის განსაზღვრული მომენტისათვის. ამისათვის ხშირად კერამიკა გამოიყენება, რადგან ის საკმარისი რაოდენობის ფერომაგნიტურ ნივთიერებებს შეიცავს და გამოწვის დროს მნიშვნელოვან გაცხელებას განიცდის.

 თუმცა, მაორი – ახალი ზელანდიის აბორიგენები, საკვების მოსამზადებლად კერამიკას არასოდეს იყენებდნენ. ამის მაგივრად, ისინი მცირე სიღრმის ორმოებს თხრიდნენ, მასში გავარვარებულ ქვებს ყრიდნენ, ქვებზე მოსამზადებელ ნედლ საკვებს, ბოლოს მცენარეთა ფოთლებს და მიწას აყრიდნენ. თერნერმა მაშინდელი მაგნიტური ველის ანალიზისთვის ასეთი კერიებიდან ამოღებული ქვების გამოყენების იდეა წამოაყენა.

 მეთოდის ტესტირების დროს, რომელსაც მკვლევარი მაორის ტომის წარმომადგენლებთან ერტად ატარაებდა, შეძლო დაედგინა, რომ აბორიგენების ტრადიციულ ღუმელში ჩაყრილი ქვების ტემპერატურა, კიურის წერტილს აჭარბებდა. გარდა ამისა, ის ვულკანური ქანები, რომლებსაც მაორი სითბისმატარებლად იყენებდა, ძალიან ბევრ მაგნეტიტს შეიცავს და ასეთი კვლევებისთვის გამოდგება. ქვების თერმული დამუშავების თარიღის დადგენა რადიონახშირბადული ანალიზის გამოყენებით იგეგმება, რომლებიც კოცონის ადგილზე დარჩენილ ორგანულ ნარჩენებზე ჩატარდება.

 ადრე ასეთი მეთოდი ასტეროიდ ვესტას ნიმუშებს ჩაუტარდათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 3,7 მილიარდი წლის წინათ ვესტას საკუთარი მაგნიტური ველი ჰქონდა(მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი; მოგზაურობა დედამიწის მაგნიტურ სარტყელში; დედამიწის მაგნიტური ველი 200 მლნ წლით ადრე ჩამოყალიბდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.