ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს

 პლანეტური მასშტაბის ძალოვანი დამცავი ველი, მეცნიერულ ფანტასტიკას ჰგავს, თუმცა, დედამიწის ახლო სივრცის მკვლევარებმა ნასადან, სწორედ ასეთი ველი აღმოაჩინეს, რომელიც ბუნებრივი პროცესებით აჩქარებულ, ვან ალენის სარტყლებიდან მომავალ მაღალი ენერგიის ელექტრონებს (ატომი) აკავებს (ბუნებრივი ამაჩქარებელი დედამიწასთან ახლოს). 1958 წელს აღმოჩნილი ვან ალენის სარტყლები, მზის “ქარისა” და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედების შედეგია. მათი ზომები მზის ქარის ინტენსიურობის მიხედვით მუდმივად იცვლება, ხოლო ძლიერი მზიური ამოფრქვევების (მრისხანე მზე) დროს იმდენად იწელებიან, რომ მომაკვდინებელი რადიაცია დაბალ ორბიტზე მდებარე თანამგზავრებამდეც კი აღწევს (პლაზმოსფერული ქარის არსებობის მტკიცებულება).

 დედამიწის გარშემო ორი ასეთი სარტყელია, მესამე კი მზის მაქსიმალური აქტიურობის დროს ჩნდება (მესამე სარტყელი: გაჩნდა და ისევ გაქრა). სქელი რგოლი 650-დან 9650-მდე კმ. სიმაღლეზე დმებარეობს, ხოლო გარე რგოლი, 13500-დან 58000 კილომეტრამდე დედამიწის ზედაპირიდან.

 ამ ორ სარტყელს შორის არსებული შუალედის ბუნება ამ მომენტამდე გაურკვეველი რჩებოდა. თუმცა, სწორედ ამ შუალედში ფორმირდება ფარი, რომელიც ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი ელექტრონების შემოღწევისგან გვიცავს.

 ახალი მონაცემები, გადმოცემული ტყუპი აპარატების RBSP-ის მიერ, იმაზე მიუთითებს, რომ ეს დამცავი ფარი პლაზმოსფეროში მდებარეობს, შედარებით ნელი, იონიზირებული ნაწილაკებისგან შემდგარ ღრუბელში. პლაზმოსფერო დაახლოებით 965 კილომეტრის სიმაღლეზე იწყება და ნაწილობრივ, ვან ალენის გარე ფენასაც ფარავს.

dedami magn sfero დამუხტული ნაწილაკების, მეგნიტური და ელექტრული ველების რთული უერთიერთქმედებები ვან ალენისა და პლაზმოსფერულ რგოლებში გარკვეულ წარმონაქმნს აჩენს, რომელიც იმდენად ეფქტურია, რომ მაღალი ენერგიის ელექტრონებსაც კი ირეკლავს, რომლებსაც არა ერთი უბედურების მოტანა შეუძლია კაცობიობისთვის, დედამიწის ზედაპირამდე მოღწევა რომ შეეძლოთ (რეკორდსმენი სხივები; რადიაცია ჩვენს გარშემო).

 აღსანიშნავია, რომ ელექტრონების ამრეკლი დამცავი ფარის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა, გაჩენის მექანიზმის ახსნა ვერ ხერხდებოდა და მეცნიერები მისი ხელოვნური წარმომალობის შესახებაც კი ფიქრობდნენ — ელქტრომაგნიტური რადიოგადაცემები დედამიწის ზედაპირიდან. შრიკ კანეკალი RBSP-ის ჯგუფიდან – ”დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოვლენის შემდგომი კვლევა მისი გაჩენის ზუსტ მიზეზებს გამოავლენს. ეს კი, თავის მხრივ, შორეულ კოსმოსში გამგზავრებული კოსმოსური ხომალდების დამცავი ხელოვნური ველის შექმნაში დაგვეხმარება”.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) მკვლევარებმა კიდევ ერთი მოვლენა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტის მიმდებარე სივრცის კოსმოსურ „ამინდთან“ არის დაკავშირებული — ელექტრონების “წვიმა”, რომლის შემადგენელი ელექტრონები ლამის სინათლის სიჩქარით დაქრიან. ამან კი შეიძლება საზიანო გავლენა მოახდინოს ხელოვნურ თანამგზავრებზე, ასტრონავტებზე და მაღალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზეც კი. მოვლენა, კოსმოსური ამინდის პროგნოზირების არსებულ მოდელებში შევა (რადიაცია ჩვენს გარშემო).

 ელექტრონების წვიმების ფორმირების ახალი მექანიზმის აღმოჩენა, მიკროთანამგზავრების (ELFIN) წყვილის მიერ გადმოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით მოხერხდა. ამ თანამგზავრების გადამწოდების (“სენსორი”) ნაკრებით, ელექტრონების წვიმის აღმოჩენა  და მისი პარამეტრების დადგენაა შესაძლებელი. სხვა თანამგზავრით, THEMIS, ე.წ. “სტვენია ტალღების” პარამეტრები დადგინდა, ხოლო მონაცემთა ორივე ნაკრების შედარებით კი მათ შორის პირდაპირი კავშირი, ასევე, ორივეს კავშირი მზის ამოფრქვევების სიხშირესთან და სიმძლავრესთან. სტვენია ტალღები (ან სტვენია სფერიკები. რადიოეთერში ისმინება სტვენების სახით), დედამიწის ზედაპირსა და იონოსფეროს შორის წარმოქმნილ  ბუნებრივ ტალღაგამტარში მოძრავი დაბალი სხიშირის ტალღებია. გარკვეული პირობების დამთხვევის დროს, ეს ტალღები პლაზმის ელექტრონებს აღაგზნებს და აჩქარებს ენერგიამდე, რომლითაც რადიაციული სარტყლების მაგნიტური ხაფანგიდან გამოძრომაა შესაძლებელი. ამის შედეგად, პლანეტისკენ წამოსული ელექტრონების ნაკადი დიდ სიჩქარესა და შესაბამისად, დიდ ენერგიას იძენს.

 “ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ახლო კოსმოსური სივრცე და პლანეტის ატმოსფერო სრულიად განსხვავებული რამაა. მაგრამ ეს ასე არ არის, ეს ორი ნაწილი განუყოფლად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ამ ყველაფრში კარგად გარკვევა დიდ სარგებელს მოუტანს კოსმოსურ, ავიაციას, ტელეკომუნიკაციას და სხვა მრავალ დარგს“ –  ამბობს ვასილის ანგელოპულოსი, ELFIN პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, (”აღვმართოთ ჯავშნები და მარსზე გაფრენისთვისაც მზად ვართ”; დამცავი ველი: როგორც კინოში; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.