ბუნებრივი ამაჩქარებელი დედამიწასთან ახლოს

 ამერიკელმა მეცნიერებმა Van Allen probes თანამგზავრთა საშუალებით დედამიწის მაგნიტურ ველში ელექტრონების ბუნებრივი ამაჩქარებელი აღმოაჩინეს(physics.org).

 2012 წელს დედამიწის რადიაციულ სარტყელში გაშვებულმა თანამგზავრებმა იქ რამდენიმე მეგაელექტრონვოლტის ენერგიების მქონე ელექტრონები აღმოაჩინეს. ელექტრონვოლტის განსაზღვრების მიხედვით, ნაწილაკები ასეთ ენერგიებს მაშინ ღებულობენ, როცა რამდენიმე მილიონი ვოლტის პოტენციალთა სხვაობის მქონე ორ წერტილს შორის მოძრაობენ. ”ვან ალენის ზონდების” მიერ გაკეთებული აღმოჩენის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გახდა ცნობილი, თუმცა მაშინ მეცნიერები მხოლოდ დასკვნებით შემოიფარგლნენ, რომ ამაჩქარებლები თვით რადიაციულ სარტყელებშია, არა სადმე მის გარეთ(მოგზაურობა დედამიწის მაგნიტურ ველში).

 რამდენიმე მეგაელექტრონვოლტიან ნაწილაკთა წყაროს როლში მაგნიტურ ველში არსებული პლაზმური ტალღები შეიძლება გამოვიდნენ(აღმოაჩინეს 2008 წელს). თუმცა, გამოთვლები აჩვენებენ, რომ ამ ტალღბის მიერ აჩქარებული ნაწილაკები კილოელექტრონვოლტის ტოლფას საწყის ენერგიას მაინც უნდა ფლობდნენ. ეს პლაზმისთვის დამახასიათბელ ენერგიას ბევრჯერ აჭარბებს, ამიტომ მკვლევარებს წყაროს პოვნა ესაჭიროებოდათ, რომმლის ენერგია პლაზმური ტალღების ენერგიაზე მცირე იქნებოდა.

vanallen-sateliti ამ ”ამაჩქარებლის” აღმოჩენა და კვლევა, თანამგზავრებიდან გაშლილი 50 მეტრიანი გამტარის ბოლოზე დამაგრებული მაგნიტური გადამწოდების საშუალებით მოხერხდა. ყოველ წამს აპარატურა მაგნიტური ველის დაძაბულობის ნახევარ ათასამდე გაზომვას ახდენდა, რითაც დედამიწის მაგნიტოსფეროში პლაზმის განაწილების სამგანზომილებიანი რუკა გაკეთდა. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ 1 წუთიანი ფრენის განმავლობაში ზონდები 7000-მდე პარალელურ დამუხტულ ნაკადებს გადიოდნენ, რომელთა ყოველი წყვილი გიგანტური კონდენსატორის როლში გამოდიოდა. იონური და ელექტრონული ნკადები დამუხტული ფირფიტებია, ხოლო მათ შორის მოხვედრილი ნაწილაკები საძიებო ენერგიას იღებენ – რამდენიმე კევ. შემდეგ, ამ ნაკადებიდან პარალელური კურსით გამოდიოდნენ და პლაზმურ ტალღებში ხვდებოდნენ.

 დედამიწის მაგნიტოსფეროს შესწავლა მარტო ფიზიკოს-თეორეტიკოსებისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგნიტოსფეროში მიმდინარე პროცესები არა მარტო რადიოტალღბის გავრცელებაზე ზემოქმედებენ(ანუ რადიოკავშირზე), არამედ მაგნიტური ქარიშხლების ფორმირებასა და დედამიწის დაცვაზე კოსმოსური სხივებისგან. ნაწილაკთა ნაკადებისა და მაგნიტოსფეროს ურთიერთქმედებით დედამიწის გარშემო რადიაციული სარტყლები(იგივე ვან ალენის) წარმოიქმნება. პირველი ორი სარტყელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საბჭოთა და ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ხოლო მესამეს არსებობა შედარებით ახალი ამბავია(რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს; ვარსკვლავური ამაჩქარებელი: ზეახლების ძალა; რა არის სპრაიტი?(დალი)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.