ტელესკოპი H.E.S.S. II

 ამ გამოსახულებაზე წარმოდგენილია ტელესკოპი H.E.S.S. II – სტერეო სისტემა მაღალი ენერგიების გამოსხივების რეგისტრაციისათვის.  სისტემაში შემავალი ორივე ტელესკოპის სარკეები ცალკეული სეგმენტებისაგან შედგება, მთლიანობაში ზომებით 24/32-ზე მეტრი. ეს თითქმის ორი ტენისის მოედნის ტოლია. ფოტოზე სარკეები ვერტიკალურადაა ორიენტირებული, მათში ნამიბიის უდაბნოს ამოტრიალებული პეიზაჟი ჩანს. H.E.S.S. II-მა მუშაობა 26 ივლისს დაიწყო და ახლა სამყაროს კვლევითაა დაკავებული, არეგისტრირებს რა მააღალი ენერგიის გამოსხივებას. მიწის ზედაპირზე არსებული ტელესკოპების უმრავლესობა, აღჭურვილი ლინზებითა და სარკეებით, დედამიწის დამცავი და მაცოცხლებელი ატმოსფეროთია დაფარული, რომელიც ვარსკვალების გამოსახულებას ამახინჯებს, განაბნევს და შთანთქავს რა მათ სინათლეს.
  H.E.S.S. II ე.წ. ჩერენკოვის ტელესკოპია, ის გამა-სხივებს არეგისტრირებს(ფოტონები, რომელთა ენერგია 100 მლრდ-ჯერ მეტია ხილული სინათლის ფოტონებზე. ელექტრომაგნიტური გამოსხივება უკიდურესად მცირე ტალღის სიგრძით – < 5×10−3 ნმ. ამის გამო მას ახასიათებს კარგად გამოხატული კორპუსკულარული(ნაწილაკური) და სუსტად გამოხატული ტალღური თვისებები. გამა კვანტები არიან მაღალი ენერგიის ფოტონები, 105ევ-ზე მაღლა, თუმცა მკვეთრი საზღვარი მასა და რენტგენის გამოსხივებას შორის არ არსებობს. 1 – 100 კ.ევ. ენერგიაზე მათ განასხვავებენ წარმომქნელი წყაროების მიხედვით: თუ ის გამოსხივდება ბირთვული გადასვლებისას, მაშინ გამა გამოსხივებაა; თუ ელექტრონების ურთიერთქმედებებისას ან ატომურ ელექტრონულ გარსში გადასვლებისას, მაშინ რენტგენის გამოსხივებაა. ამ გამოსხივების წყაროებია: ატომური რეაქციები,ანიჰილაცია,ნეიტრალური პიონის დაშლა, მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების გადახრა მაგნიტურ და ელექტრულ ველებში(სინქროტრონული გამოსხივება). გამა სხივები α და ß სხივებისაგან განსხვავებით არ გადაიხრებიან ელმაგნიტურ ველში და ახასითებთ მაღალი შეღწევადობის უნარი ერთნაირი ენერგიებისა და სხვა თანაბარი პირობების მიუხედავად. გამა კვანტები ახდენენ ნივთიერების იონიზაციას(საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისათვის), ამ დროს ხდება ფოტოეფექტი, კომპტონისეული გაბნევა, ელექტრონ-პოზიტრონული წყვილების გაჩენა, ფოტობირთვული პროცესები), მისთვის ატმოსფეროს არსებობა აუცილებელობას წარმოადგენს. როცა გამა-კვანტები ატმოსფეროში ხვდებიან, მაღალი ენერგიების მქონე ნაწილაკების წვიმას წარმოქმნიან. დიდი კამერა, რომელიც ტელსკოპის სარკის ფოკუსში მდებარეობს, დეტალურად არეგისტრირებს სინათლის მოკლე ანთებებს, რომლებსაც ჩერენკოვის გამოსხივებას უწოდებენ, მათ ზემოთ ხსენებული ნაწილაკების წვიმა იწვევს. H.E.S.S. II კიდევ ოთხ 12 მეტრიან ჩერენკოვის ტელესკოპთან ერთად მუშაობს, ისინი ერთი და იგივე ანთების ბევრ სტერეო ფოტოებს იღებენ, რაც წარმოდგენას იძლევა ენერგიაზე და მოსვლის მიმართულებაზე, საიდანაც კოსმოსური გამოსხივების გამა-კვანტი მოვიდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.