კოსმოსის სიცარიელე მეტ ენერგიას შეიცავს, ვიდრე დანარჩენი სამყარო

 კოსმოსის სიცარიელე ან უბრალოდ კოსმოსური სივრცე, სამყაროს, შედარებით ცარიელი მონაკვეთებია, რომლებიც ციური სხეულების ატმოსფეორებს გარეთ მდებარეობს. თუმცა, გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, კოსმოსი აბსოლუტურად ცარიელი სივრცე არაა: მასში გარკვეული ნაწილაკების ძალიან დაბალი სიმკვრივე არსებობს(ძირითადათ წყალბადი), ასევე ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ამგვარად, წარმოდგენა „ცარიელი კოსმოსი“ საკმაოდ ფარდობითი ცნებაა.

 როგორც თავის დროზე ბერძენმა ფილოსოფოსმა დემოკრიტემ თქვა:“სამყაროში არაფერია, ატომებისა და სიცარიელის გარდა. ყველაფერი დანარჩენი – ეს ჩვენი ვარაუდებია“.

 ასეა თუ არა სინამდვილეში?

 დემოკრიტემ წამოაყენა თეორია სამყაროში ატომთა უსასრულო რაოდენობის შესახებ. ეს ატომები, თეორიის თანახმად, ცარიელ სივრცეში ქაოტურად მოძრაობენ(დიდ სიცარიელეში, როგორც დემოკრიტე ამბობს). ისინი ერთმანეთს ეჯახება და ფორმების, ზომების, მდგომარეობის შესაბამისობის მიხედვით ან ერთდება ან ისევ სხვადასხვა მიმართულებებით გაიტყორცნება.

 ჩვენი სამყარო ასეულობით მილიარდი გალაქტიკისგან შედგება. თავის მხრივ, ყოველი ეს გალაქტიკა რამდენიმე ასეულ მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს. ეს გალაქტიკები ჩვენი სამყაროს მცირე ნაწილია.

 მეცნიერთა ვარაუდით, მატერიის მხოლოდ 5% არის ჩვეულებრივი. დანარჩენი ბნელ მატერიასა და ენერგიაზე მოდის. მეცნიერთა აზრით, ჩვენს სამყაროს ენერგიის 100%-ს სწორედ ცარიელი კოსმოსი აძლევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.