ზეახლის ნარჩენი ნისლეული ტვინი

 რა აძლევს ენერგიას ამ უცნაურ ნისლეულს? CTB-1, ეს არის გაფართოებადი გაზის გარსი, რომელიც კასიოპეას თანავარსკვლავედში, 10 000 წლის წინათ, მასიური ვარსკვლავის აფეთქების მერე დარჩა. ზეახლის ამ ნარჩენს ნისლეულ ტვინსაც უწოდებენ, დამახასიათებელი ფორმის გამო. ნისლეული ხილულ სინათლეს ასხივებს, შემომფარგლავ ვარსკვლავთშორის გაზთან შეჯახებისა და გაცხელების გამო. ის, რენტგენის გამოსხივების წყაროც არის, წარმოქმნის მექანიზმი კი უცნობია. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, აფეთქების ადგილზე პულსარი გაჩნდა, რომელიც გამოსხივებით გადასცემს ნისლეულს ენერგიას (პლერიონი). ამ ჰიპეთეზის მტკიცებულებად, რადიოდიაპაზონში პულსარი იქნა აღმოჩენილი, რომელიც აფეთქებამ წამში ათას კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოისროლა (პულსარი J0002 – ზარბაზნის ბირთვი). მიუხედავად იმისა, რომ ნისლულ ტვინის ზომა ცაზე სავსე მთავრის ხილული ზომის ტოლია, ის იმდენად მკრთალია, რომ ამ გამოსახულების მისაღებად 130 საათზე მეტი ხანგრძლივობის ექსპოციზია გახდა საჭირო, ორ პატარა ტელესკოპზე ნიუ მექსიკოში (აშშ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.