პულსარი J0002 – ზარბაზნის ბირთვი

 რას შეუძლია ნეიტრონული ვარსკვლავის გასროლა? – ზეახალს. დაახლოებით 10 ათასი წლის წინათ, ნისლეულ CTB 1-ის  წარმომქმნელმა ზეახლის აფეთქებამ, არა მარტო მასიური ვარსკვლავი გაანადგურა, არამედ მის ადგილზე წარმოქმნილი ნეიტრონული ვარსკვლავი-პულსარი J0002, ზარბაზნის ბირთვივით გაისროლა. ღერძის გარშემო წამში 8,7-ჯერ მბრუნავი პულსარი, პროგრამა Einstein@Home-ით აღმოაჩინეს, რომელიც კოსმოსური გამა-ობსერვატორია “ფერმის” (NASA) მიერ გადმოცემულ მონაცემებს იკვლევს. პულსარი PSR J0002+6216 (მოკლედ – J0002), წამში 1000 კილომეტრზე მეტი სიჩქარით მიჰქრის და ნისლეულიდან უკვე გამოვიდა. მისი სიჩქარე იმდენად დიდია, რომ გალაქტიკის დატოვებაც შეუძლია (ე.წ. მეოთხე კოსმოსური სიჩქარე დაახლოებით 550 კმ/წმ-ს უტოლდება). პულსარის კვალი ზეახლის ნარჩენის ფოტოზე მარცხნივ ქვემოთ ჩანს. გამოსახულება მიღებულია რადიო ობსერვატორიების VLA და DRAO-ს, აგრეთვე ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტული IRAS-ის (NASA) არქივის დახმარებით. ითვლება, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის (ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება) ასეთი გასროლა, წინამორბედი მასიური ვარსკვლავის ასიმეტრიული აფეთქების დროს ხდება, თუმცა, დეტალები უცნობია (კიდევ ერთი „ზარბაზნის ბირთვი“; წანაცვლებული ზეახლის ნარჩენი Е0102-72.3; რამ წარმოქმნა ნისლეული მედუზა?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.