ცისფერი ჭავლები (Blue jets)

 საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ობსერვატორიამ (ASIM), ხუთი ცისფერი ჭავლი დააფიქსირა – ჭექაქუხილის ანომალური სახესხვაობა, რომელიც ღრუბლებიდან ზემოთ, სტრატოსფეროსკენ იშლება.

 10 მიკროწამიანი ჭავლები, 2019 წლის 26 თებერვალს იქნა შემჩნეული, კუნძულ ნაურუსთან ახლოს წყნარ ოკეანეში. ერთმა გაელვებამ ჭავლი წარმოქმნა, რომელმაც სტრატოპაუზას მიაღწია, საზღვარს სტრატოსფეროსა და იონოსფეროს შორის, დაახლოებით 50-55 კილომეტრის სიმაღლეზე. დაფიქსირებული იქნა “ელფებიც”, ხილული და ულტრაიისფერი გაფართოებადი რგოლები სტრატოსფროში, 10 მილიწამამდე ხანგრძლივობით.

 ცისფერი ჭავლები წარმოიქმნება დადებითად დამუხტული ღრბულის ზედა ფენასა და უარყოფითი მუხტის მქონე ჰაერის ფენას შორის მომხდარი ელექტრული გარღვევისას. ჯერ ჩნდება ე.წ. ლიდერი – იონიზირებული ჰაერის დენგამტარი არხი, რომელშიც განმუხტვა ვრცელდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, ლიდერის ელვარება სუსტი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თვითონ ლიდერი იყო ძალიან მცირე ხანგრძლივობის, ჩვეულებრივი ელვების დენგამტარ არხებთან შედარებით.

 ცისფერ ჭავლებს ე.წ. სტრიმერებს მიაკუთვნებენ – ელექტრული განმუხტვების დატოტვილ “ძაფებს”, რომელთა გენერირება ტესლას კოჭებითაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ეს მოვლენა გაცილებით ხშირად უნდა ხდებოდეს, ვიდრე ითვლებოდა (ელვა სპრაიტი: გადაღება სიჩქარით 100 ათასი კადრი წამში. ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ, ვაჯრა, ვრიტრას).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.