ვესთერნლუნდ 1 და 2

 ევროპელი ასტრონომები, რომლებიც მაგნეტარისა(CXOU J164710.2 -- 455216) და მისი ახლო სივრცის დეტალურად შესწავლას VLT(ძალიან დიდი ტელესკოპი)-ს საშუალებით ცდილობდნენ, 16 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთგროვა ვესთერლუნდ-1(შვედი ასტრონომი ბაგთ ვესთერლუნდი, 1961 წ.) გადაიღეს, რომელსაც ეს მაგნეტარიც ეკუთვნის. ამ გროვის ვარსკვლავებს ცისფერი ელფერი უნდა ჰქონდეთ, ფოტოზე კი ისინი ნარინჯისფერსა და წითელ ფერებში ანათებენ.  ასტრონომთა თქმით, ეს ყველაფერი ვარსკვლავთშორისი ღრუბლების გამო ხდება, რომლებიც გამოსხივების ცისფერ ნაწილს შთანთქავენ(1) და ამ ვარსკვლავებს ნარინჯისფერს სძენენ.

 კომპაქტური და ახლაგაზრდა გროვა ვესთერლუნდ-1, ჩვენი გალაქტიკის -- ირმის ნახტომის კუთვნილებაა. მისი განსაკუთრებულება არა მარტო ფერშია, არამედ იმაშიც, რომ ის ყველაზე უფრო კომპაქტური და მასიური ვარსკვლავთგროვაა გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში(ირმის ნახტომი ალყაშია).

 მასში რამდენიმე იშვიათი ვარსკვლავიცაა, ექვსი ყვითელი ჰიპერგიგანტი(ყველაზე დიდი ყვითელი ჰიპერგიგანტი), ოთხი წითელი ზეგიგანტი(ყველაზე უფრო შესიებული ვარსკვლავი), 24 ვოლფ-რაიესა(ვარსკვლავი WR 104: საფრთხე კოსმოსიდან) და  რამდენიმე ელვარე ცისფერი ცვალებადი ვარსკვლავი(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა), უამრავი სხვა OB და sgB ტიპის გიგანტები(ვარსკვლავი).

 გროვა ერთი გაზურ-მტვროვანი ღრუბლისგან გაჩნდა, ამიტომ მის შემადგენელ ვარსკვლავებს ერთნაირი ქიმიური შემადგენელი და ასაკი აქვთ.

 ვარსკვლავური გროვის -- ვესთერნლუნდ 2, შემომფარგლავი სივრცის სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელირება, ედუინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით, ხილულ და ინფრაწითლ დიაპაზონში გადაღებული ფოტოების საშულებით გაკეთდა. დედამიწიდან 20 ათასი სინათლის წლით დაშორებული 10 სინათლის წლის ზომის გროვა, გემის კიჩოს თანავარსკვლავედში მდებარეობს. თავიდან, კადრს ნისლეული Gum 29 ავსებს, ხოლო ახალგაზრდა ვარსკვლავური გროვა ცენტრში ჩანს. წარმოსახვითი კოსმოსური ხომალდი უხვევს და 1 სინათლის წლის ზომის გაზ-მტვროვან ღრუბლებთან მიფრინავს. ახალგაზრდა ვარსკვლავების ძლიერი ქარი ყველაფერს ანიავებს, ყველაზე უფრო სქელი ღრუბლების გარდა. ბოლოს, თვითონ გროვაში შევდივართ და ასეულობით ყველაზე უფრო მასიურ ვარსკვლვებს ვხედავთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.