კუროს თანავარსკვლავედში თბილი წყალი აღმოაჩინეს

კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა ათობით ვარსკვლავის სპექტრული ანალიზი ჩაატარეს. ინფორმაცია გამოსხივებაზე მიღებულ იქნა სპექტრომეტრ PACS (Photodetector Array Camera and Spectrometer, ფოტოდეტექტორებიანი კამერა და სპექტრომეტრი)-ის საშუალებით, რომელიც კოსმოსური ობსერვატორია „ჰერშელის“ ბორტზეა დაყენებული.

“ჰერშელი”(ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტო).

წყლის ორთქლის რეგისტრირება ექვს შემთხვევაში მოხდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ორთქლი, პროტოპლანეტარულ დისკოში, ვარსკვლავიდან 2-3 ასტრონომული ერთეულის მანძილზე არის დაშორებული, მისი ტემპერატურა 500-600 კელვინს შეადგენს.

პროტოპლანეტარული დისკო მხატვრის წარმოდგენით(ESA/NASA/JPL-Caltech).

ტელესკოპი „ჰერშელი“ 2009 წლის 14 მაისს გაიყვანეს ორბიტაზე.  აპარატი ინფრაწითელ და სუბმილიმეტრულ დიაპაზონში მუშაობისთვისაა შექმნილი. მისი სარკის დიამეტრი 3,5 მეტრია, ოდნავ დიდი „ჰაბლზე“.

პირველად წყალი 2008 წელს „სპიცერმა“ აღმოაჩინეს, ოღონდ სხვა ვარსკვლავთან. წყლის შემცველი გაზურ-მტვროვანი დისკო ახალაგაზრდა ვარსკვლავების DR Tau და AS 205A-ს გარშემო დააფიქსირეს, ისინი დედამიწიდან 457 და 391 სინათლის წლით არიან დაშორებული შესაბამისად(წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი სამყაროში; წყლის ორთქლი ადრეულ სამყაროში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.