იონებისა და პროტონების შეჯახებით გლაზმა წარმოიქმნა

 ფიზიკოსებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, მძიმე იონებისა და პროტონების შეჯახების დროს უჩვეულო ეფექტი აღმოაჩინეს, მსგავსი პროტონ-პროტონული და იონ-იონური შეჯახების დროს დამზერილისა. ამ ეფექტს ნივთიერების განსაკუთრებულ მდგომარეობას – გლაზმას უკავშირებდნენ, თუმცა, მეცნიერები მის აღმოჩენას იონ-პროტონულ შეჯახებებში არ ელოდნენ(arXiv.org).

დაკონსერვებული დრო

 რაც არ უნდა წერონ ფანტასტებმა, თანამედროვე მეცნიერება მიიჩნევს, რომ წარსულში მოგზაურობა შეუძლებელია. რაც შეეხება მომავალში მოგზაურობას, მეცნიერები ამ ამბავში არც თუ ისე სოლიდარულები არიან.

ატომური საათი გეოიდის შესასწავლად

  მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა პორტატული ატომური საათებით გეოიდის ფორმის ზუსტი გაზომვის ახალი ხერხი წარმოადგინა. მეცნიერთა თქმით, ჯერჯერობით მათი იდეის სარეალიზაციოდ საჭირო ტექნოლოგია არ არსებობს, თუმცა უხალოს მომავალში უკვე იარსებებს(Geophysical Journal International, arXiv.org).

მარსული სიცოცხლის კვალი გაშავებულ ქვებზე

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩაშავებები, რომლებიც ქვების ზედაპირებზე გვხვდება, მიკრობების ცხოველმოქმედების კვალი შეიძლება იყოს, რომელთა ამოცნობა მათში მაგნიუმის მაღალი კონცენტრაციითაა შესაძლებელი(Geomorphology; Phys.Org.).

სინჯებს ფობოსიდან ნანოთანამგზავრი ჩამოიტანს?

  რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მკვლევარებმა მარსისკენ იაფიანი აპარატის გაშვების შესაძლებლობაზე გაკეთეს განცხადება, რომლის მასა რამდენიმე ერთეული კილოგრამი იქნება. ასეთ მინიატურულ მზვერავს ნამდვილი საპლანეტათშორისო გადაფრენის შესრულება შეუძლია.